კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტელევიზორით სარგებლობის უფლებას მისცემენ

19 ივნისი, 2013
 
გელა ბოჩიკაშვილი, www.media.ge

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს საპატიმროში  ტელევიზორს შეუტანენ. ამის შესახებ  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა  სოზარ სუბარმა 18 ივნისს ჟურნალისტებს  განუცხადა.

სუბარის თქმით, მერაბიშვილს მასობრივი კომუნიკაციების სხვა საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.

„რაც შეეხება ტელევიზორს, უკვე ნათქვამი მაქვს და დღეს ან ხვალ ექნება [მერაბიშვილს] ტელევიზორით სარგებლობის საშალება",- დასძინა მან.

ვანო მერაბიშვილმა ტელევიზორის მიღების მოთხოვნით შიმშილობა  17 ივნისს დაიწყო. ის წინასწარ პატიმრობაში  N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. ამავე საპატიმროში სასჯელს იხდიან სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის,   ყოფილი მაღალი რანგის პოლიციელები.

მიმდინარე წლის 13 ივნისს სახალხო დამცველისა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა მე-9 დაწესებულებაში მონიტოინგი ჩაატარეს და განაცხადეს, რომ ბრალდებულებს/მსჯავვრდებულებს ტელევიზორით სარგებლობის საშუალება არ აქვთ. ტელევიზორით სარგებლობის საშუალება მხოლოდ რამდენიმე პატიმარს, მათ შორის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას აქვს.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული - ამომრჩევლის მოსყიდვა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ფულის მითვისება და გაფლანგვა.

ახალი ამბები