კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაია ბოდიშის მოხდას ითხოვს

20 ივნისი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ე.წ უკანონო ჩანაწერებთან მისი სახელის დაკავშირების გამო "უპასუხისმგებლო ადამიანებისა თუ გამომცემლობებისგან" ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ახალაიას განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს მის სახელს აქტიურად იყენებენ სხვადასხვა დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში. აღნიშნული განცხადება ბაჩო ახალაიას "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. 

"ბოლო ასეთი მცდელობა იყო ჩემი სახელის ხსენება ე.წ უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით. საჯაროდ ვაცხადებ, არც ამ ჩანაწერების მოპოვებასთან და არც მის გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს. უფრო მეტიც, უახლოეს დღეებში ვაპირებ მივმართო სასამართლოს და ყველა უპასუხისმგებლო ადამიანსა თუ გამომცემლობას მოვთხოვო ბოდიშის მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სახელის დისკრედიტაციისთვის. არასოდეს დამიხევია უკან გამოწვევების წინაშე და არც დღეს ვაპირებ. მე საქართველოში იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ვიღაცასთან გარიგების გზით კომფორტი და ხელშეწყობა მივიღო. საღად ვაფასებდი ვითარებას და ზუსტად ვიცოდი, რა მელოდა წინ და რაც არ უნდა რთულ პირობებში მომიწიოს ყოფნა, ვიცი რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება სწორედ ამ რთულ გზაზე გადის", - აცხადებს ბაჩო ახალაია .

ახალი ამბები