კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ აშშ–ის ანგარიშში ჩამოქვეითდა

21 ივნისი, 2013
 
სივილ ჯორჯია

საქართველო მეორე ჯგუფში ჩამოქვეითდა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების „მნიშვნელოვანი ძალისხმევის“ მიუხედავად, ის „სრულად არ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს“.

წინა ანგარიშებში, ექვსი წლის მანძილზე მიყოლებით,  საქართველო „პირველ ჯგუფში“ ხვდებოდა – ეს უმაღლესი კატეგორიაა, რომელიც მართალია არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.

თუმცა ბოლო ანგარიშში, რომელიც 2012 წლის მოვლენებს მოიცავს და რომელიც ქვეყნებს სამი ჯგუფიდან ერთ–ერთში ანაწილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის დონის მიხედვით, საქართველო ჩამოქვეითდა.

წინა ანგარიშის მსგავსად, რომელიც 2011 წელს ასახავდა, ბოლო ანგარიშშიც ნათქვამია, რომ საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის „წყარო, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანაა“, თუმცა წინა ანგარიშისგან განსხვავებით, ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2012 წელს უფრო ნაკლები საქმეები იქნა გამოძიებული. 

„მართალია მთავრობამ შესაბამისი ტრაინინგები ჩაუტარა მის წარმომადგენლებს ადამიანთა ტრეფიკინგის საკითხებში და ტრეფიკინგის მსხვერპლთა ორი თავშესაფარი დააფინანსა, სამართალდამცავი სტრუქტურების ძალისხმევა შემცირდა და წინა წელთან შედარებით, გამოძიება ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი უფრო ნაკლები პირის მიმართ განხორციელდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ მსხვერპლთა იდენტიფიცირება კვლავ გამოწვევად რჩება. „წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით ოდნავ ნაკლები მსხვერპლი იქნა ოფიციალურად აღიარებული მთავრობის მიერ და მხოლოდ შეზღუდული ძალისხმევა განხორციელდა იმისთვის რათა პროაქტიულად მომხდარიყო მსხვერპლთა იდენტიფიცირება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილში“, - ნათქვამია ანგარიშში. 

„ქალები და გოგონები საქართველოდან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან ქვეყნის შიგნით და ასევე თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, და უფრო ნაკლები მასშტაბით, ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთში, გერმანიასა და ავსტრიაში. ქალებს უზბეკეთიდან და შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც საქართველოში კომერციულ სექს ინდუსტრიაში იძულებით პროსტიტუციაში აბამენ ბათუმის და გონიოს ტურისტულ ზონებში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები