კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე მოწმეებმა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები შეცვალეს

25 ივნისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებმა,  სენაკის ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა დავით ვეკუამ და  მეოთხე ბატალიონის სერჟანტმა ირაკლი ჯიმშელაძემ,  წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები შეცვალეს. ჯიმშელაძის თქმით, გამოძიების დროს მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩანა ახალაიას სასამართლო სხდომაზე დავით ვეკუას  მიერ  მიცემული ჩვენება, როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, არსებითად  ეწინააღმდეგება მოწმის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას.  კერძოდ, წინასწარი გამოძიების დროს ვეკუამ განაცხადა,  რომ ვაზიანის ბრიგადაში ბრიფინგის დროს იგი არ იმყოფებოდა ოთახში და ამდენად არ იცის, რაზე იყო საუბარი იქ.  სხდომაზე დაკითხვისას კი აღნიშნა, რომ ბრიფინგის ოთახში იყო, ოღონდ დაგვიანებით შევიდა და სულ რამდენიმე წუთს გაჩერდა, რა დროსაც გაიგონა, რომ მინისტრი ბაჩანა ახალაია ძალიან მშვიდად ესაუბრებოდა ჯარისკაცებს.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით,  2011 წლის ოქტომბერში ვაზიანის მე-4 ბრიგადაში, ბრიფინგის ოთახში სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ედებათ ბრალი. 

ბრალდების მხარემ მეორე მოწმის, ირაკლი ჯიმშელაძის დაკითხვისასაც აღნიშნა,  რომ მოწმეს წინასწარი გამოძიების დროს სხვა ჩვენება ჰქონდა მიცემული, რაზეც ჯიმშელაძემ განაცხადა, რომ თავისი ჩვენება წაკითხული არ აქვს და დაკითხვისას გამომძიებელი მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

„გამომძიებელი კარლო კაციტაძე დაკითხვისას ყვიროდა და მეუბნებოდა, რომ დამედასტურებინა მისი ნათქვამი. მე არ ვემორჩილებოდი, რაზეც მითხრა, რომ სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ. მე ვყვებოდი იმაზე, რაც მართლა დავინახე, მას კი სურდა, რომ მეთქვა, თითქოს მინისტრი ჯარისკაცებს უყვიროდა და შეურაცხყოფას აყენებდა.  საბოლოოდ, ჩემგან რომ მსგავსი  ინფორმაცია ვერ მიიღო, თვითონ მომცა ერთი თაბახის ფურცელი, რომელზეც ხელი მომაწერინა, თუმცა მასზე რა ეწერა, არ წამიკითხავს.“ - განაცხადა ირაკლი ჯიმშელაძემ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას. 

ახალი ამბები