კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა სახლი მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს

26 ივნისი, 2013
 
თამთა  თვალავაძე

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მსჯავრდებულ ზაზა აზარიაშვილის ვადაზე ადრე  განთავისუფლების  შუამდგომლობით სასჯელაღსრულებისა და  ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას მიმართავს. ზაზა აზარიაშვილის საქმესთან დაკავშირებით 25 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ალეკო ცქიტიშვილმა, ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ და მსჯავრდებულის დამ.

ზაზა აზარიაშვილს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის („უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის“) ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე იცავს. 

მსჯავრდებულს  აწუხებს  მძიმე დაავადებები,  რის  გამოც  მის სიცოცხლეს  საფრთხე  ემუქრება. გარდა ამისა, აზარიაშვილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების მხვერპლია. საპატიმროში ყოფნის პერიოდში მისი  წამების მიზეზი  გახდა უკანონო დავალების  შესრულებაზე უარის თქმა, რაც პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას ფიზიკურ  ლიკვიდაციას გულისხმობდა.  

ნესტან  ლონდარიძის  განმარტებით,  „პატიმრობის  შესახებ“ კოდექსის 37-ე  მუხლის  „ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მსჯავრდებულის განთავისუფლებას ავადმყოფობის  ან ხანდაზმულობის გამო თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულებიდან.  ამავე  მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილი დაავადებებიდან აზარიაშვილს რამდენიმე  აწუხებს. „ზაზა აზარიშვიილმა  ამ  მიზეზით  გათავისუფლების  გამო არაერთხელ მიმართა შესაბამის  ორგანოებს,  მაგრამ  უყურადღებობისა თუ  გაურკვევლობის გამო, მას დახმარება არ აღმოუჩინეს“, - აღნიშნა იურისტმა.

ვახტანგ  მაიასაიამ საპატიმროში ზაზა აზარიაშვილის წამების ისტორია გაიხსენა: „2010 წელს შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ  საკანში შემომისახლეს  სამი  პირი. ერთ-ერთი იყო აზარიაშვილი. მან გამაფრთხილა ჩემს  წინააღმდეგ დაგეგმილ საშინელებებზე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩემს  საკანში დამონტაჟებული  მოსასმენი და  სათვალთვალო აპარატურის მეშვეობით ციხის ჯალათებმა გაიგეს  აზარიაშვილის ნათქვამი და სასტიკად  დასაჯეს იმის გამო, რომ გამაფრთხილა. ამით კიდევ უფრო დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდომარეობა“.

თბილისის ადამიანის უფლებათა  სახლის გამგეობის თავმჯდომარე ალეკო  ცქიტიშვილი იმედოვნებს,  რომ ადვოკატის შუამდგომლობა კომისიას არ დარჩება   უყურადღებოდ და მძიმედ დაავადებული მსჯავრდებული დარჩენილი სასჯელისაგან გათავისუფლდება.

მსჯავრდებული ზაზა აზარიშვილი სამი ტომარა ცემენტის  ყაჩაღური გზით მოპოვებისთვის გაასამართლეს 2010 წლის 7 ივნისს (169-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით) და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამნისტიის  შედეგად მას სასჯელი ოთხი წლით შეუმცირდა.  

აზარიაშვილის დამ პრესკონფერენციაზე პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და სოციალურ გაჭირვებაზე ისაუბრა. 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით, პროექტს „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს” ახორციელებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი. 

ახალი ამბები