კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო

27 ივნისი, 2013
 
გელა ბოჩიკაშვილი, www.media.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, ვეტო დაადო– ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.

ვეტოს დადების მიზეზად განმარტებულია, რომ „პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტი არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო კვორუმს, რაც ცალსახად უქმნის საფრთხეს მეურვეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს“.
კანონპროექტის მიხედვით, მიიჩნევს, პრეზიდენტი,  შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოს ცალკეულ წევრთა, არამედ მთლიანად სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის გამოცხადება და უფლებამოსილების შეწყვეტა. მოქმედი კანონი ამგვარ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

„კანონპროექტის აღნიშნული დებულებები არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მის წევრთა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან დამოუკიდებლობას და ქმნის პოლიტიკური მოტივაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხეს“  ნათქვამია  განცხადებაში.

კონსტიტუციის“ 68-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს, ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს. პრეზიდენტს კანონპროექტზე ხელის მოწერის, ან ვეტოს დადების უფლება 25 ივნიის ეწურებოდა.
 
იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი პრეზიდენტი შენიშვნებს კენჭს უყრის კანონპროექტი მიღებულად მიიჩნევა, დამსწრეთა უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

საქართველოს პარლამენტის „რეგლამენტის“ 171-ე მუხლის მიხედვით, მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს 15 დღის ვადაში.

თუ პარლამენტი არ მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ კანონის  პროექტის მიხედვით,  რომელიც პარლამენტმა 84 ხმით, 4 –ის წინააღმდეგ დაამტკიცა,  "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრთა ოდენობა მცირდება 15-დან 9-მდე. ამასთან სამეურვეო საბჭოს ორ წევრს სახალხო დამცველი წარადგენს, სამს - საპარლამენტო უმრავლესობა,  სამს - უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრები,  ხოლო ერთი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენით იქნება არჩეული.  სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს პარლამენტთან არსებული  საკონკურსო კომისია, საიდანაც ზემოთ აღნიშნული ქვოტების მიხედვით მოხდება კანდიდატების არჩევა და მათი წარდგენა პარლამენტის წინაშე. პარლამენტი თითოეულ მეურვეს სიითი შემადგებლობის უმრავლესობით დაამტკიცებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობით ვერ მოხდება წარდგენილი კანდიდატის არჩევა, 10 დღის ვადაში პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა და მეურვედ არჩეული იქნება ის, ვინც მეტ ხმას, მაგრამ არანკლებ პარლამენტის შემადგენლობის 1/3-ის თანხმობას მიიღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგებლობა 2014 წლის 1 იანვრიდან შეიცვლება სრულად, მანამდე საბჭოს ამ დროისთვის არსებული შემადგენლობა გააგრძელებს ფუნქციონირებას. სამეურვეო საბჭოს წევრები 6 წლის ვადით აირჩევიან.

„მაუწყებლოსბის შესახებ“ კანონით ფორმირდება აჭარის ტელე-რადიო კომპანია და იგი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით - „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" სახელით ჩამოყალიბდება, „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლს“  ეყოლება მრჩეველთა საბჭო და იგი "საზოგადოებრივი მაუწყებლის"  ბიუჯეტის 15 პროცენტით  დაფინანსდება. თავის მხრივ, იზრდება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაფინანსების თანხა და ის სახელმწიფოს წინა წლის მნიშვნელოვანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 0.14%-ით განისაზღვრება.  

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში 2012 წლის დეკემბრიდან განიხილებოდა. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს Must Carry-ს პრინციპების ამოქმედებას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭივრვალობას.

ახალი ამბები