კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას ბრალი წაუყენეს

2 ივლისი, 2013
 
სივილ ჯორჯია 

მთავარმა პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა დათა ახალაიას, რომელიც 2006 წელს დანაშაულის ჩადენის დროს შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს (კუდი) ხელმძღვანელობდა.

მასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდება წარედგინათ ასევე იმ დროისათვის კუდ-ის თანამშრომელს ოლეგ მელნიკოვს და იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით ჩხიტუნიძეს. ამ უკანასკნელს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ბრალდება.
პროკურატურა დათა ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევას ედავება და ბრალს სდებს  წამების ორგანიზებაში, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და შეკვეთით; ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში; ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.

ცოტა ხნის წინ გირგვლიანის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დასდო ასევე შსს-ის ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელსაც ამ საქმეზე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა, თუმცა სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით ის კვლავაც წინასწარ პატიმრობაში რჩება. მერაბიშვილის მიმართ ბრალდების წარდგენისას, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა... კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა“.

დათა ახალაიამ, რომელიც წლების განმავლობაში შსს-ში მუშაობდა, ხოლო  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, არჩევნების შემდეგ დატოვა  ქვეყანა; ახალმა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და წამების სხვა საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

ამავე  საქმეზე ძებნილი ოლეგ მელნიკოვი დეკემბერში იქნა დაკავებული კიევში, თუმცა მისი ექსტრადირება ამ დრომდე არ განხორციელებულა. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით წაყენებული ახალი ბრალით მელნიკოვს გამოძიება  თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დახმარებას ედავება. 

ახალი ამბები