კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი კახეთში ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

8 ივლისი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ოთხ ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, გურჯაანში ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  შეხვდა. შეხვედრა "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ოფისში გაიმართა. ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს მოკლედ გააცნო 2012 წლის ანგარიში, რომელიც მან უკვე წარადგინა პარლამენტში. უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ასევე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თვითმმართველობებში თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებებზე. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი პრობლემის განხილვას. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იგი თავად ჩავიდოდა შემთხვევის ადგილას და დააკვირდებოდა როგორ ჩატარდებოდა მუსლიმთა პარასკევის ტრადიციული ლოცვა. "სახელმწიფო არის ვალდებული გამოიძიოს ნებისმიერი ასეთი ინციდენტი და დასაჯოს ყველა, თუ გამოიკვეთება დამნაშავე. ჩვენ ველოდებოდით რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან და ამიტომ არ გამოვაქვეყნეთ ეს განცხადება უფრო ადრე". შეგახსენებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილმა 3 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც შსს–ს თანამშრომლები ხოჯას ციხეში ამოლპობით ემუქრებოდნენ. თუმცა შსს–მ ეს ფაქტი უარყო.

უჩა ნანუაშვილი ასევე შეხვდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს კოლაგში დაღუპული ათი თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებს. შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ბარბარე რაფალიანცის საქმის შესწავლა დაიწყო.  "ამჟამად მიმდინარეობს მასალების შესწავლა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გვექნება დეტალური ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი მესიჯი ხელისუფლებისადმი არის, რომ დროულად უნდა მოხდეს ამ საქმის გამოძიება".

შეგახსენებთ, რომ ათი თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.

შეხვედრის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ აღნიშნა, რომ იგი დაინტერესებულია კახეთში გაიხსნას სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლობა, რომელიც უფრო აქტიურად იქნება დაკავებული არებული  პრობლემების შესწავლით და კონკრეტული რეკომენდაციების მომზადებით საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებისათვის.

ახალი ამბები