კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩა ნანუაშვილი – ამ კადრების ჩვენება საზოგადოებაში უმართავ შედეგებს გამოიწვევს

8 ივლისი, 2013
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„მე ვფიქრობ, საკმარისი იყო ამ კადრების ერთხელ თუ ორჯერ ჩვენება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, იმიტომ რომ მსგავსი ჩვენებები ფაქტიურად გამოიწვევს უმართავ შედეგებს საზოგადოებაში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

„ეს რომ საზოგადოებამ ტელევიზით ნახოს, ამას ნამდვილად უმძიმესი შედეგი მოჰყვება და რამდენად აცნობიერებს ამას ხელისუფლება, მე არ ვიცი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა შეიძლება მოჰყვეს მსგავსი კადრების გავრცელებას, ჩვენებას. ამიტომ არის დაუშვებელი. აქ საუბარია უმძიმეს დანაშაულზე. მე რამდენიმე კადრის ნახვის შემდეგ რამდენიმე დღე ცუდად ვიყავი და არავის არ ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში მსგავსი კადრები ნახოს“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველის თქმით, მისი პოზიცია არის უცვლელი და ის ვიდეომასალები, რომელიც ფარულად არის გადაღებული და ადამიანების პირად ცხოვრებას ეხება, უნდა განადგურდეს.

„უნდა განადგურდეს ის მასალები, რომლებიც ეხება პირად ცხოვრებას, მითუმეტეს, როდესაც საუბარია უკანონოდ მოპოვებულ მასალებზე. თუმცა ამ მასალებში არის ძალიან ბევრი მასალა, რომელიც უშუალოდ კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს აღწერს. ამ ფაქტებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და დადგინდეს უშუალოდ ვინ იყვნენ შემსრულებლები, ასევე ამ დანაშაულის შემკვეთი“, – აღნიშნა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 17 ივნისის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სამეგრელოში, სამალავებში ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის, ცემის, შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ავტომატური და ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს. 19 ივნისს, შსს-მ ამ საქმესთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, ორი ყოფილი პოლიციელი და პირი, რომელიც ვიდეო კადრებში ადამიანებს აუპატიურებდა. სასამართლომ ცხრავე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. 22 ივნისს, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა სამეგრელოში კიდევ ოთხი კასრი აღმოაჩინეს, რომელშიც დოკუმენტები და ვიდეომასალებია ნაპოვნი.

ახალი ამბები