კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თეა წულუკიანი - მე რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები, ბედუკაძის იმუნიტეტის ხარისხს შევამცირებდი

9 ივლისი, 2013
 

მე რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები, იმ იმუნიტეტის ხარისხს, რაც ბედუკაძემ მიიღო, შევამცირებდი. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ბედუკაძის საქმის გადასინჯვასთან დაკავშირებით დიდ გასაქანას არ იძლევა. 

"მრავალჯერ აღინიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა დიდ გასაქანს არ იძლევა იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება ბედუკაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო, რაღაც ფორმით გადაისინჯოს. დიდი გასაქანი მთავარ პროკურატურას დღეს არ აქვს, რომ ეს საქმე გადაისინჯოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მისივე თქმით, თავად რომ ყოფილიყო გადაწყვეტილების მიმღები, შეთანხმება თუნდაც პირობით სასჯელზე მოხდებოდა. 

"არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს იმას, რომ შუამდგომლობა იყო გარკვეულწილად დასაბუთებული და ახსნილი. მე რომ ვყოფილიყავი იმ წუთში გადაწყვეტილების მიმღები, რა თქმა უნდა, იმ იმუნიტეტის ხარისხს, რაც ბედუკაძემ მიიღო, შევამცირებდი, თუნდაც პირობით სასჯელზე მოხდებოდა შეთანხმება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მისივე თქმით, საქართველოს აქვს უმძიმესი მემკვიდრეობა წამებისა და არადამიანიური მოპყრობის კუთხით. 

"ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებს კი არ უნდა გავუგზავნოთ სწორი მესიჯები, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, მათ შორის ბედუკაძეს, არამედ სწორი მესიჯები უნდა გავუგზავნოთ მათ, ვინც რაღაც დააშავა და ვისაც შეიძლება მომავალში გაუჩნდეს სურვილი, რომ შეუძლია რაღაც დააშავოს. დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გააჩინოს რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებებმა. ამიტომ პროკურატურა ცდილობს, სწორი მესიჯები გაუგზავნოს მათ, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს. აგრეთვე უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ სწორი მესიჯები გაუგზავნოს სასჯელაღსრულებისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს, რათა მათ გაიგონ, რომ საქართველოში ჩვენი ხელისუფლება არ შეიწყნარებს ისეთ უპატიებელ დანაშაულს, როგორიც არის პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა და წამება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი ამბები