კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრემიერი მედიას საპრეზიდენტო არჩევნების ობიექტურად გაშუქებისკენ მოუწოდებს

11 ივლისი, 2013
 

პრემიერ-მინისტრი   ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს   საქართველოს მედიას „ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული და დაბალანსებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ.“

„ეს პროცესი იმასაც ნათლად დაგვანახებს, თუ რომელი ტელეკომპანია, გაზეთი თუ ჟურნალისტი ახერხებს სახელისუფლებო წნეხისაგან გათავისუფლებული მედიის სიკეთეებით სარგებლობას და ვინ ამჯობინებს პროპაგანდის იარაღად დარჩენას“, წერია 10 ივლისს გავრცელებულ ივანიშვილის  მიმართვაში, რომელიც მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.  პრემიერი  მოუწოდებს სახელისუფლებო სტრუქტურებს,  უზრუნველყონ    „არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.“

„საქართველოში უნდა დასრულდეს ის სამარცხვინო პრაქტიკა, როდესაც მმართველი გუნდი მთელ სახელისუფლებო რესურსს მიმართავდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ხელს უშლიდა მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვას. „ ნათქვამია  მიმართვაში, სადაც, ასევე, ივანიშვილი მოუწოდებს  კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებულ და სხვა  პოლიტიკურ პარტიებს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ წინა ხელისუფლების მიმართ რევანშისტული განწყობის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციურ „ერთიან  ნაციონალურ მოძრაობას“ პირდება, რომ ხელისუფლება „ყველაფერს გააკეთებს“, რათა   მათ მიეცეთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება.

პრემიერი ასევე მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, - „დღეიდანვე რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური დამკვირვებელი ჩართონ საარჩევნო პროცესის მონიტორინგში“ და დროულად მიაწოდონ  მათი შენიშვნები და რეკომენდაციები.

ახალი ამბები