კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერაბ კიკაბიძის განცხადებით, პროკურორი მათგან ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვდა

15 ივლისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას საქმის განხილვაზე მასთან ერთად ბრალდებული მერაბ კიკაბიძე დაიკითხა.  კიკაბიძის განცხადებით, გამოძიების ეტაპზე პროკურორი ცაცუა მისგან ახალაიასა და გენერალ კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვდა, რის სანაცვლოდაც კიკაბიძე თავისუფლებას მიიღებდა. 

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ბრალდებულების დაკითხვა დასრულდა. 7 ივლისს გამართულ სხდომაზე  მე-2 ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაური  მერაბ კიკაბიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  ყოფილი უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე და სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაიკითხნენ.

მერაბ კიკაბიძემ დაკითხვისას აღნიშნა, რომ წინასწარი გამოძიების დროს მასზე პროკურატურის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა და მისგან ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის დადანაშაულებას მოითხოვდნენ. 

„პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ პირდაპირ მითხრა, ნუ ჩაყვები ჩაძირულ გემს და ნუ შესწირავ  ყველაფერ ძვირფასს ახალაიასა და კალანდაძესო. მისი თქმით, უკვე ჰქონდა ჩემი დაპატიმრების ნებართვა იმ შემთხვევაში, თუკი გავჯიუტდებოდი და ჯობდა დამედასტურებინა რასაც  გამომძიებლელი დაკითხვისას მიკარნახებდნენ.  ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ ფაქტმა, მაგრამ გამომძიებელ კაციტაძის კითხვებზე ვპასუხობდი მხოლოდ სიმართლეს და ვამბობდი, რომ ახალაიასა და კალანდაძეს არავითარი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. პროკურორი ცაცუა, როცა მიხვდა, რომ არ ვაპირებდი ტყუილის თქმას, დაიწყო სადღაც დარეკვა და ბოლოს მიიღო ჩემი დაკავების გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მერაბ კიკაბიძემ სასამართლო პროცესზე. 

ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდის შესახებ დაიკითხა ბრალდებული გაგა მკურნალიძეც, რომელსაც ამ პერიოდში წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. მისი თქმით, 2011 წლის 11 სექტემბრის დილას იგი იყო სამსახურში, როდესაც დაურეკა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, დავით ჭაკუამ და უთხრა, მისულიყო რესტორან „მასპინძელოში“. მკურნალიძის განცხადებით, რესტორანში მას ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე, დავით ჭაკუა, ზვიად აბესაძე და კიდევ რამდენიმე პირი დახვდნენ, თუმცა მისი მისვლიდან დაახლოებით 15 წუთში ახალაია და კალანდაძე წავიდნენ. 

„როცა რესტორანში შემოვბრუნდი, ზვიად აბესაძე და დავით ჭაკუა საუბრობდნენ. აბესაძე ეუბნებოდა,  რომ კარგი ქალები ჰყავდა ჩამოყვანილი უკრაინიდან და სთავაზობდა წასვლას. მეც შემომთავაზეს, თუმცა უარი ვუთხარი, რადგან ექიმთან ვიყავი წასასვლელი. მაშინ დავით ჭაკუამ მითხრა, რომ ბინა სჭირდებოდათ და დამერეკა გიორგი კინწურაშვილისთვის. მეც დავურეკე გიორგის და ვუთხარი, რომ ჭაკუას და მის მეგობარს უნდოდათ ბინა ქალებთან დაკავშირებით, მოგვიანებით დაურეკავდნენ და დახვედროდა. ამის შემდეგ მე რესტორნიდან წამოვედი“, - განაცხადა მკურანლიძემ.

ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ მკურნალიძემ 2012 წლის 15 ნოემბერს, განცხადებით მიმართა გამოძიებას, სადაც გამოთქვამდა თანამშრომლობის სურვილს და ამბობდა, რომ იტყოდა სრულ სიმართლეს. შედეგად მკურნალიძე 2-ჯერ დაიკითხა და იგი აღიარებდა ახალაიასა და კალანდაძის დანაშაულს, ახლა კი სრულიად განსხვავებულ ჩვენებას იძლეოდა. პროკურორმა ჯემალ კობაიძემ ჰკითხა მკურნალიძეს,  ვინმემ ხომ არ აიძულა, რომ  ამგვარი განცხადებით მიემართა გამოძიებისთვის  და ახლა იმიტომ ხომ არ შეცვალა ჩვენება, რაზეც  ბრალდებულმა მიუგო, რომ ამ კითხვაზე არ სურდა პასუხის გაცემა. ბრალდებულის თქმით, მას გახსენებაც არ უნდოდა მომხდარის და პროკურორებს ისედაც კარგად უნდა სცოდნოდათ, რაც მოხდა.  ბრალდების მხარე ასევე დაინტერესდა, მკურნალიძემ დაკავების შემდეგ ხომ არ განიცადა ზეწოლა, რამაც განაპირობა მის მიერ მიცემული ჩვენების უარყოფა, რაც გაგა მკურნალიძემ არ დაადასტურა.  

პროცესზე ასევე დაიკითხა გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფეროსი გიგი კალანდაძე.  მისი განცხადებით, ირაკლი ალასანიამ მას გამოძიებასთან თანამშრომლობა შესთავაზა, მოგვიანებით კი სამსახურში გამოძახებულს ოთახში თეა წულუკიანი და არჩილ კბილაშვილი დახვდა, რის შემდეგაც მას ბრალი წაუყენეს, რაც კალანდაძის აზრით, უფლების დარღვევით განხორციელდა. 

ახალი ამბები