კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი წამების მსხვერპლი მსჯავრდებულის გათავისუფლებას მოითხოვს

15 ივლისი, 2013
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას წამების მსხვერპლი მსჯავრდებულის, თამაზ რასოიანის ვადაზე ადრე განთავისუფლების  შუამდგომლობით მიმართავს. 

წლების განმავლობაში საპატიმროებში განხორციელებულმა ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა წამებამ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვია. „პატიმრობის შესახებ“ კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც პატიმარს სასჯელის მოხდისგან ათავისუფლებს. თამაზ რასოიანს ამ ნუსხაში ჩამოთვლილი დაავადებები აწუხებს და ექვემდებარება პატიმრობიდან გათავისუფლებას. 

თამაზ რასოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს განზრახ მკვლელობის ბრალდებაში, რის გამოც 2004 წლიდან პატიმრობაშია. თუმცა, ამ დანაშაულისათვის მას სასჯელი პრაქტიკულად მოხდილი აქვს და ამჟამად იხდის მეორე სასჯელს, რომელიც საპატიმროში დაემატა. სასჯელთა შეკრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მას მთლიანობაში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს პროკურატურას, გადახედოს თამაზ რასოიანის მეორე ბრალდებას - ქურდული სამყაროს წევრობას. გასათვალისწინებელია, რომ დაკავებამდე რასოიანი მანქანების რეცხვით არჩენდა ოჯახს და ე. წ. ქურდული ტრადიციებით არ ცხოვრობდა. ეს ბრალდება მას ციხის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების შემდეგ წაუყენეს, როცა სხვა პატიმრებთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამეფებული კორუფციის გამოაშკარავება სცადა. მის წინააღმდეგ ჩვენებები იძულებით მიაცემინეს სხვა მსჯავრდებულებს, რომლებიც დღეისათვის მზად არიან, პროკურატურას რეალური ჩვენებები მისცენ.
გარდა ამისა, თამაზ რასოიანი 2006 წლის ორთაჭალის ციხის ბუნტის მოწმეა. მისი ჩვენება ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2012 წლის 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა და პროკურატურას მოუწოდა, შეესწავლა მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, დროულად შეისწავლოს საპატიმროებში დარჩენილი წამების მსხვერპლი მსჯავრდებულების საქმეები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. თამაზ რასოიანის საქმე ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ სჯიდნენ წამების მსხვერპლ პატიმრებს, როცა ისინი თავიანთი უფლებების დაცვას ცდილობდნენ და საპატიმროებში გამეფებულ ძალადობრივ რეჟიმს აპროტესტებდნენ.

16 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას თამაზ რასოიანის საქმესთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას მსჯავრდებულის ოჯახის წევრი დაესწრება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები