კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერის გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

19 ივლისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, არსებითი განხილვა გაიმართა.  

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ალოგიკურია იმის მტკიცება,  თითქოსდა ჯოზეფ ქეი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი იყო და მას უგულავამ და კეზერაშვილმა ზეწოლის შედეგად ტელეკომპანია წაართვეს, რასაც მათ ბრალდება ედავება. ესეც რომ ყოფილიყო, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ დაუბრუნეს „იმედი“ პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს და არა ჯოზეფ ქეის. 

როგორც შესავალი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდების მხარემ  განმარტა, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 2 პეიზოდის მიხედვით არის აღძრული საქმე. პირველი ეპიზოდის მიხედვით მათ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ჯოზეფ ქეიზე განახორციელეს ზეწოლა და ამ გზით წაართვეს „იმედი“. მეორე ეპიზოდის მიხედვით კი, გიგი უგულავას პროკურატურა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაქმებას ედავება.

პროკურორმა აქცენტი გააკეთა ბიზნესმენ ჯოზეფ ქეისა და ნინო ბაქრაძის ჩვენებებზე, რომლებიც, მისი თქმით, პირდაპირ დაადასტურებენ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ბრალდებას. 

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არცერთ ეპიზოდში არ ცნობენ და  მათ წინააღმდეგ სრულიად აბსურდული ბრალდებებია წაყენებული.  ადვოკატის განცხადებით, ჯოზეფ ქეისა და ნინო ბაქრაძისგან სასურველი ჩვენებები პროკურატურამ ზეწოლის შედეგად მიიღო. 

გიგი უგულავა ბრალდებულია სისხლის სამართლოს კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით, რომელბიც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს.

ახალი ამბები