კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქობულეთის გამგებელს თანხების გაფლანგვას ედავებიან

29 ივლისი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა ქობულეთის გამგებელის თენგიზ ზოიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენა და ზოიძე  სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ზოიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ბრალდებით 26 ივლისს დააკავეს. 

ზოიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმეში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს: „ამ საქმის ამოქექვა სხვა რაღაცებზე მიანიშნებს. თუმცა, მოსამართლემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო. ის რამდენიმე დღე რაც წინასწარ დაკავებაში ვიყავი, ვფიქრობ ისტორიას ჩაბარდება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებაც დღეის მსგავსი იქნება“.

რამინ პაპიძე, ადვოკატი: „თენგიზ ზოიძის დაკავების დროს რაიმე აუცლებლობა იმისა, რომ ის დაეკავებინათ, არ არსებობდა. ის ფორმალური საფუძვლები რაც მისი დაკავებისთვის იყო მითითებული, სასამართლოში ვერ იქნა დასაბუთებული“. 

ბრალდება ზოიძეს სახელმწიფო შესყიდვების დარღვევით გამართვას ედავება, რამაც სახელმწიფოს კუთვნილი 76 754–ლარის ოდენობით თანხის გაფლანგვა გამოიწვია. 

ქობულეთის გამგებელთან ერთად ბრალი წაყენებული აქვს კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილ უფროსს, ემზარ ჯინჭარაძესაც. სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს სახით 5000 ლარის გადახდა დაეკისრა. 

სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამგებელი ზოიძე, ამ ეტაპზე თანამდებობაზე რჩება. სასამართლოს მისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილება არ შეუჩერებია.

ახალი ამბები