კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

GDI სამთაწყაროში ხოჯას ოჯახზე თავდასხმის ფაქტზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს

29 ივლისი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში, 28 ივნისს, ხოჯას ოჯახზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დედოფლისწყარის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში არსებული დაპირისპირების შესახებ, რომელიც გამოწვეულია ადგილობრივ მაცხოვრებელთა მხრიდან ამავე სოფელში მცხოვრები მუსლიმთა მიმართ გამოვლენილი ძალდობით, არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და მოვუწოდეთ სახელმწიფოს გაეტარებინა ეფექტური ღონისძიებები ადგილობრივ მუსლიმთა უფლებების დასაცავად.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა არაქმედითმა და დაგვიანებულმა ნაბიჯებმა არსებულ დაძაბულობას ახალი ფორმა შესძინა.
სახელმწიფოს მხრიდან წინა კონფლიქტურ ფაქტებში მონაწილე სამართალდამრღვევი პირების მიმართ სათანადო რეაგირების განუხორციელებლობამ, კიდევ უფრო წაახალისა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა ადგილობრივ მუსლიმთა მიმართ, რასაც შედეგად მოჰყვა სულიკო ხოზრევანიძის კერძო საცხოვრებელში შეჭრა, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა და ძალადობა. გავრცელებული ინფორმაციით, მას და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, სახლის გადაწვითა და ოჯახის სოფლიდან გასახლებით. ინციდენტში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

სამწუხაროდ, პოლიცია, ისევე როგორც წინა შემთხვევებშიც, მხოლოდ გამზავებლის ფუნქციით შემოიფარგლა და არ განახორციელა კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულება, არ მოახდინა სამართალდარღვევის აღკვეთა, სამართალდამრღვევ პირთა დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. ვთვლით, რომ პოლიცია საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობით, რაც გამოიხატება სამართალდამრღვევი პირების მიმართ მყისიერი და ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობაში, ფაქტობრივად ხელს უწყობს სოფლის მოსახელობის მოძალადე ნაწილს დანაშაულის ჩადენაში.
ცხადია, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთარი პოზიტიური ვალდებულებების სისტემატურმა შეუსრულებლობამ კონკრეტულ შემთხვევაში სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანა. სულიკო ხოზრევანიძე და მისი ოჯახი პრაქტიკულად დაუცველნი დარჩნენ აგრესიული მოსახლეობის წინაშე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ყოველდღიურად საფრთხე ემუქრება.

მოსახლეობის ამგვარ ქმედებებს ახალისებდა ადგილობივი თვითმმართველობის ორგანოს მოხელეთა განცხადებები, რომლებიც უმცირესობათა უფლებების დარღვევას უმრავლესობის ნებითა და დემოკრატიის, როგორც უმრავლესობის ბატონობის ფორმით ამართლებდნენ.

მიგვაჩნია, რომ 28 ივნისს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირთა ქმედებები, შეიცავდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ არაერთი დანაშაულის ნიშანს, მათ შორის მუქარას (სსკ-ის 151) და ხულიგნობას (სსკ-ის 239-ე მუხლი), რომელიც მოტივირებული იყო რელიგიური კუთვნილების საფუძვლით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, სასწრაფოდ განახორციელოს ადეკვატური რეაგირება მომხდარ ინციდენტზე, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის  მიმართ, რომელთა ქცევა გავიდა კანონის ფარგლებიდან, გამოიყენოს მკაცრი ზომები და მისცეს ისინი პასუხისგებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები