კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ აჭარის ბიუჯეტში ცვლილებები კანონდარღვევით შედის

30 ივლისი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

25 ივლისს აჭარის უმაღლესმა საბჭომ დააამტკიცა ცვლილებები 2013 წლის ბიუჯეტში, რის მიხედვითაც, დაფინანსება გაეზარდა გოდერძის კურორტს, აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტს, გარემოს სამმართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს.  

აჭარის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ სასამართლოში ასაჩივრებს. არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანომ განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებით „საარჩევნო კოდექს“-ს 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი დაარღვია. 

ორგანიზაცია აღნიშნულ ცვლილებას არაკანონიერად მიიჩვენს, განსაკუთრებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილში:

 „საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი კრძალავს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე  ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მანამდე არ იყო განხორციელებული.  გარდა ამისა, დაუშვებელია იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, ასევე, არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ეს საბიუჯეტო ცვლილება კი, ამომრჩეველზეა მორგებული. სამინისტროში გამოთავისუფლებული 500 ათასი ლარი მიმართეს სხვა ორი პროექტის განსახორციელებლად. კანონის მიხედვით, კი ეს თანხა არ უნდა დახარჯულიყო არჩევნების შედეგების შეჯამებამდე“, - აღნიშნა ირინა ურუშაძე, ორგანიზაციის ბათუმის ოფისის უფროსმა იურისტმა.   

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ბიუჯეტის დანარჩენ ცვლილებებს არ ეწინააღმდეგება.  „აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დაფინანსება გამოწვეულია გამოუვალი მდგომარეობით და მისი გადადება დეპარტამენტის არსებობას საფრთხეს შეუქმნის. გარდა ამისა, ეს ინიციატივა თავისი არსით, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენებასთან არ ასოცირდება. ასევე გოდერძის კურორტისა გარემოს სამმართველოსადმი გამოყოფილ თანხების ცვლილებას არ ვაპროტესტებთ, რადგან ეს ფორსმაჟორითაა გამოწვეული“, აცხადებს ურუშაძე.

არასამთავრობო ორგაზაციის პოზიციას არ ეთანხმება აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი: 

„საარჩევნო კოდექსში რესპუბლიკურ ბიუჯეტზე საუბარი არ არის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი კი არც სახელმწიფოა და არც ადგილობრივი. საარჩევნო კოდექსში ეს გარკვევით წერია. თუკი აჭარის ხელისუფლების არჩევნები იქნებოდა, მაშინ იქნებოდა დარღვევა კოდექსისა. იმიტომ რომ საპრეზიდენტო არჩევნებია გამოცხადებული, ჯანდაცვის სამინისტრომ რა ქნას _ მუშაობა გააჩეროს? თანხა გამოუთავისუფლდა და სხვა პროგრამა არ განახორციელოს?“ - ამბობს ჩიტაშვილი. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ კი თვლიან, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი რეგიონული ბიუჯეტია, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, ეს რეგულაციები ზემოთ ნახსენებ საბიუჯეტო ცვლილებებსაც ეხება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი ამ  დღეებში შევა. საქმეში მოპასუხედ უმაღლეს საბჭოსთან ერთად, აჭარის მთავრობაც იქნება. 

ახალი ამბები