კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

30 ივლისი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ჟურნალისტი ტარიელ ცეცხლაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სააპელაციო სასამართლოში უჩივის. ჟურნალისტმა ცეცხლაძემ სააპელაციო სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 19 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებდა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სამი ათას 333 ლარს ითხოვდა. 
  
ტარიელ ცეცხლაძე, ჟურნალისტი: „ბათუმის საქალაქო  სასამართლომ ჩათვალა, რომ  ავთანდილ ბერიძის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვები: „მატყუარა“ არ შეიცავს ჩემ მიმართ პროფესიული რეპუტაციის შელახვას. ვიმედოვნებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. ყველა ინსტანციას გავივლი და მოვითხოვ ავთანდილ ბერიძემ საჯაროდ განაცხადოს, რომ მე არ ვარ მატყუარა.“
 
ჟურნალისტის უფლებებს საიას ბათუმის ოფისი იცავს. ცეცხლაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმდინარე წლის მარტში უჩივლა.ინციდენტი კი, 2013 წლის 21 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე მოხდა. ბერიძემ ჟურნალისტს გამოქვეყნებული მასალის - „დანიშვნები აჭარაში მურმან დუმბაძის ნათესავების თამადობით“, გამო მატყუარა, მასალაში გამოქვეყნებული ფაქტებს კი, ტყუილი უწოდა. 

ახალი ამბები