კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა „გურიის მოამბეს“ სასამართლოში უჩივლა

31 ივლისი, 2013
 
გელა ბოჩიკაშვილი, www.media.ge 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ჯინჭარაძემ, რეგიონულ  გაზეთ „გურიის მოამბეს“ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში უჩივლა და მისგან 5-ათასლარიანი კომპენსაცია მოითხოვა მორალური ზიანისთვის, რომელიც ჯინჭარაძის განცხადებით, გაზეთში გამოქვეყნებული ცილისმწამებლური  წერილების გამო მიიღო.

მიმდინარე წლის 8 ივლისს „გურიის მოამბეში“ (ოზურგეთი, დასავლეთ საქართველოი) გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რომელიც „თვითმხილველების“ ნაამბობს ეყრდნობა, გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელიც სამსახურეობრივ ავტომანქანას   ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, გზაზე მსხვილფეხა  რქოსანი პირუტყვი გაიტანა, დახოცილი საქონლის ხორცი  მან ადგილობრივ მაღაზიებში ჩააბარა.ერთი დღით ადრე „გურიის მოამბის“ ვებ-გვერდზე ასევე გამოქვეყნდა,  რომ თამაზ ჯინჭარაძე ხორცის ბიზნესით არის დაინტერესებული.

გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა Media.Ge-ს უთხრა, რომ მან სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც გაზეთმა  უარი უთხრა   გამოქვეყნებული ცრუ  ინფორმაციის შესწორებაზე. მისივე განცხადებით, არცერთი სტატია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ყველაფერს აქვს საზღვარი, ეს ადამიანები წერენ იმას რაც უნდათ, - განაცხადა ჯინჭარაძემ. 

„[თამაზ ჯინჭარაძემ] საკუთარი მძღოლი დასვა საჭესთან და ეს საქონელი დაკლა და ჩააბარა ოზურგეთის ხორცის გადამამუშავებელ პუნქტში, ეს ჩვენ ავარიის თვითმხილველელბმა და ქარხნის თანამშრომლებმა დაგვიდასტურეს - თავის მხრივ განაცხადა  „გურიის მოამბის“ გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ვლადიმერ  მენაბდემ.

„გურიის მოამბემ“ 29 ივლისს სასამართლოს შესაგებელი სარჩელით მიმართა, მიუთითა რა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი, რომლის მიხედვითაც, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება.“

ვლადიმერ მენაბდემ Media.Ge-ს უთხრა, რომ რედაქცია კომპენსაციის სახით იმდენივეს ითხოვს რამდენსაც ჯინჭარაძე - 5 ათას ლარს.

გაზეთის  ადვოკატმა კახა ჩავლეშვილმა Media.Ge-ს უთხრა, რომ სასამართლოს გამწერსრიგებელი სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის.

ახალი ამბები