კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოიალაღეები მტაცებელი ცხოველების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვენ

31 ივლისი, 2013
 
თამთა თვალავაძე, მაკა მალაყმაძე

ხულოს რაიონში  მოიალაღეებს  მტაცებელი ცხოველები   პირუტყვს უნადგურებენ. მგლების  თავდასხმის  შიშით საძოვრებზე  საქონელი მკაცრი მეთვალყურეობით  გაჰყავთ. მტაცებლების შესაშინებლად თითოეულ იალაღზე ერთი მონადირეა მიმაგრებული, რომელიც იარაღის გასროლით აფრთხობს მხეცს. თუმცა  ადგილობრივების განცხადებით, მხოლოდ  საკუთარი ძალებით  მტაცებლებთან გამკლავება ვერ ხერხდება. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას თხოვს. 


გურამ აბულაძე, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები: „მთაში ხშირია ნისლი, რაც მგელს ხელს უწყობს საქონლის გატაცებაში. ნისლში ჩვენ ვერ ვხედავთ. არც იარაღია, არც წამალი. ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვთ. საქონელი ყოველდღე ნადგურდება. ეს ჩვენი შემოსავლის  ერთადერთი წყაროა“.

როგორც გაირკვა, ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ მათთვის მგლის მოკვლა ნებადართულია. „კანონით თუ მგლის მოკვლის ნება არ დაგვრთეს, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. უკვე 25-ზე მეტი საქონელი დაგვიგლიჯა მხეცმა “ - ამბობს აჭარის  მცხოვრები ნოდარ ცეცხლაძე.

მოსახლეობაზე და  მის შინაურ ცხოველებზე გარეული ცხოველების, მათ შორის მგლის,  თავდასხმის  ფაქტები რეგულირდება დებულებით „გარეულ ცხოველთა  რეგულირების წესის შესახებ“ , რომელშიც აღნიშნულია :  

„იმ შეთხვევაში, როდესაც  გარეული  ცხოველი, მათ შორის მგელი, თავს ესხმის  მოსახლეობასა  და  ანადგურებს  მათ  შინაურ ცხოველებსა და  ქონებას, მოსახლეობას აქვს უფლება  მოკლას ეს ცხოველი. ამ შემთხვევაში სამინისტროს ნებართვა არ  არის საჭირო და  გარეული ცხოველის მოკვლისთვის არც  საჯარიმო  სანქციებია  დაკისრებული. თუმცა მოკვლის ფაქტის შესახებ უნდა  ეცნობოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს“.

არის შემთხვევები,  როდესაც მოსახლეობა თავად  ვერ ახერხებს გარეულ ცხოველთან გამკლავებას.  აღნიშნული დებულება ამგვარ შემთხვევასაც არეგულირებს:

„მოსახლეობამ არსებული  საშიშროების შესახებ   თავად  უნდა  მიმართოს ადგილობრივი თვითმართველობის  ორგანოს, რომელიც  თავის  მხრივ, მიმართავს გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს, რომლის  მიერ  მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას  მტაცებლის  მოკვლის  შესახებ  და  გასცემენ სპეციალურ  ნებართვას“ - აღნიშნულია დებულებაში. 

საქართველოს გარემოს  დაცვისა  და  ბუნებრივი რესურსების ბიომრავალფეროვნების სამსახურის  უფროსის სოსო  ქარცივაძის განცხადებით, ხულოს რაიონიდან მგლების მოკვლის შესახებ ნებართვის გაცემისათვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არ  მოუმართავს. 

„ამ შემთხვევაში აუცილებელია  გვაცნობონ და ჩვენი  კომპეტენციის  ფარგლებში  დაუყოვნებლივ  გავცემთ  ნებართვას“ – ამბობს ქარცივაძე. 

მაღალმთიან რაიონებში, საძოვრებზე   შინაურ ცხოველებზე  მტაცებლების თავდასხმის ფაქტები, ხშირად  განგაშის  მიზეზიც ხდება  ხოლმე. ზოოპარკის  დირექტორი ზურაბ გურიელიძე განმარტავს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს პირუტყვის თავდაცვისათვის  საუკეთესო საშუალება კავკასიური  ნაგაზების გამოყენებაა:

„ამ  ჯიშის  ძაღლები ნისლში ადვილად  არჩევენ მტაცებლებსა და მათი დაფრთხობაც კარგად  შეუძლიათ.  პირუტვის დაცვაზე  თავად  პატრონებმა უნდა იზრუნონ, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში   მათ  კანონით მინიჭებული აქვთ  მგლების მოკვლის უფლება “ - ამბობს გურიელიძე. 

ახალი ამბები