კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩანა ახალაია მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო

1 აგვისტო, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ყოფილ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბაჩანა ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებს მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. თუმცა, ბაჩო ახალაია კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება, რადგან მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმე განიხილება. მოსამართლე დარახველიძის მიერ 1 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ბაჩანა ახალაია, გაეთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გიორგი კალანდაძე და სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაური მერაბ კიკაბიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო პროკურატურის მიერ მათთვის წაყენებულ ყველა ბრალდებაში.  

ვაზიანის მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას და სერჟანტ ალექსანდრე გორგაძეს კი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 333-ე მუხლი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, გადაუკვალიფიცირდათ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, (პირის ცემა). მათ სასჯელის სახედ განესაზღვრათ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით, თუმცა რადგან ცემის ფაქტი 2012 წლის ოქტომბრამდე არის ჩადენილი, ამნისტიის კანონის თანახმად ზურაბ შამათავა და ალექსანდრე გორგაძე გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან. 

მოსამართლემ ასევე უდანაშაულოდ ცნო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები,  მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი, რომელთაც ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდში ედებოდათ ბრალი. 

პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, მას შემდეგ, რაც მოსამართლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე 3 ეპიზოდის მიხედვით განიხილებოდა. ესენია, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში გვარდიის ჯარისკაცების აბანოში გამოკეტვის, ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ვაზიანის ბრიგადაში ჯარისკაცების ცემის ეპიზოდები.

ამჟამად, ბაჩო ახალაია კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება, რადგან მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმე განიხილება, რომლებიც რეინჯერის კურსებზე ჯარისკაცების წამებისა და ციხის ბუნტის ეპიზოდებს მოიცავს.

ახალი ამბები