სალომე ჩხეიძე
სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების პატიმარმა, გია ალავიძემ შიმშილობა გამოაცხადა. პატიმრის მოთხოვნა მისი საქმის გადახედვაა. ალავიძის განცხადებით, მან უკვე მიმართა წერილით, როგორც პარლამენტს, ისე მთავარ პროკურატურასაც, თუმცა, რეაგირება ჯერჯერობით არავის მოუხდენია. ალავიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იცავს.
გია ალავიძე, რომელიც ამჟამად სასჯელს ნომერ მეცხრე დაწესებულებაში იხდის, ავტორია იმ ვიდოეკადრებისა, რომელიც ტელეკომპანია მაესტროს ეთერში 2009 წელს გავიდა და რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებულებისთვის საპატიმროში არსებულ პირობებს ასახავს.
ალავიძე ამ კადრების ეთერში გასვლის მერე, მალევე დააკავეს, თაღლითობაში დასდეს მსჯავრი და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ალავიძე თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და მის დაპატიმრებას, სანდრო გირგვლიანის მკველობასთან დაკავშირებული კადრების გავრცელებას უკავშირებს.