კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი გაბედავას და ბაჩო ახალაის ადვოკატებს შორის ინციდენტი მოხდა

23 ივლისი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიასა და სასულიერო პირების სასამართლო პროცესების დაწყებამდე ინციდენტი მოხდა. პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე  გიორგი გაბედავას და ბაჩო ახალაიას ადვოკატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. 

ამასთან, როგორც ახალაიას ადვოკატებმა გოგა ონიანმა და რომეო საჯაიამ განაცხადეს, გიორგი გაბედავას შეურაცხმყოფელი რეპლიკის საპასუხოდ, როლანდ ახალაიამ გაბედავას ყავის ჭიქა ესროლა. ინციდენტის შემდეგ, გოგა ონიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტები ამნისტიის შედეგებია, რომლის დროსაც, პოლიტპატიმრის სტატუსი შეუსწავლელ პირებს მიანიჭეს. 

"ყველას ერთად დაერქვა პილიტპატიმარი და სწორედ ამიტომ ხდება მსგავსი ფაქტები, თუმცა ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს. დარწმუნებული ვარ ეს გაბედავას პირადი პროვოკაცია არ იყო", - განაცხადა გოგა ონიანმა. 

რომეო საჯაიას თქმით, ბაჩო ახალაიას ადვოკატები მისი ოჯახის წევრებთან ერთად პროცესის დაწყებას ელოდებოდნენ, როდესაც ფანჯრიდან გაბედავამ დაიწყო ლანძღვა-გინება მათი მისამართით. 

"ამ ლანძღვა-გინებაზე შესაბამისი პასუხი მიიღეს", - განაცხადა რომეო საჯაიამ. რაც შეეხება როლანდ ახალაიას, მისი თქმით, გიორგი გაბედავა მამის კვალს მიჰყვება. "ზაზა გაბედავა ეროვნული მოძრაობის დროს აგენტი იყო", - განაცხადა რონალდ ახალაიამ. 

სასულიერო პირებისა და ბაჩო ახალაიას პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 საათზე იყო ჩანიშნული.
 

ახალი ამბები