კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი სასჯელაღსრულების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

5 აგვისტო, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ 24 წლის ლევან კორტავას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების თანამშრომლებს, ასევე, იმავე ციხის ყოფილ პატიმრებს ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წაეყენა. ბრალდების მხარის მტკიცებით,   გეგუთის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების ინსპქტორი ილია შანშაშვილი აღნიშნული მკვლელობის დამკვეთი, ხოლო ყოფილი პატიმარი  გიორგი შემაზაშვილი მისი უშუალო შემსრულებელია. 

24 წლის ლევან კორტავა მიმდინარე წლის 23 მაისს მასზე განხორციელებული სხეულის მძიმე დაზიანებების შედეგად ციხეში გარდაიცვალა. გამოძიების მიხედვით, მასსა და გიორგი შემაზაშვილს შორის არსებულ დაძაბულობას ხელი არ შეუშალა ილია შანშაშვილმა, რომელსაც პატიმრის დაცვა პირდაპირ ევალებოდა. 

მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, სამსახურებრივი გულგრილობა, სხეულის განზრახ მძმე დაზიანებაში დახმარება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - ეს ის ბრალდებებია,  რომლის მიხედვითაც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და გეგუთის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების ინსპქტორ ილია შანშაშვილის მიმართ,  აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

„სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის ბრალდება მოტივირებული იყო მტკიცებულებებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ილია შანშაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა“ - განაცხადა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ჭაბუკიანმა მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში.

4 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ახალბედაშვილმა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა  გეგუთის მე-14 დაწესებულების ყოფილ პატიმარ გიორგი შემაზაშვილსაც, რომელსაც პატიმრის სასტიკ მოპყრობასა და ცემაში ედება ბრალი. 

დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურის შუამდგომლობა აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და შესაბამისად, სასამართლომ არამართებული განაჩენი გამოიტანა.

ციხის კიდევ სამი დაკავებული თანამშრომლის დავით ნარსიას, გიგა კოხოძისა და ალეკო ბაბუნაშვილის ბრალეულობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

უახლოეს დღეებში კი, არ არის გამორიცხული, სასჯელაღსრულების სხვა თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.  პროკურატურა არ გამორიცხავს ასევე მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხის დადგომასაც, რასაც დაჟინებით მოითხოვს  დაზარალებული მხარე. გარდაცვლილის ოჯახის წევრები თვლიან, რომ მიუხედავად საქმის გახსნილად გამოცხადებისა, მთავარი დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის. 

ლევან კორტავას დედა, ხათუნა კორტავა აცხადებს, რომ გეგუთის მე-14 დაწესებულებაში ჯერ კიდევ ძველი რეჟიმია. ციხეში არიან მაყურებლები, რისთვისაც პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს ეკისრება.  

ახალი ამბები