კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სერგო ჯავახაძე პრეზიდენტობისთვის ემზადება

6 აგვისტო, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე სერგო ჯავახაძე წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადებას ქუთაისიდან იწყებს.

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა ბაძგარაძე humanrights.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სერგო ჯავახაძე უალტერნატივო კანდიდატია:

„იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურ პირობებში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე წარიმართა, საქართველოს მისი სახით უალტერნატივო და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული პრეზიდენტი ეყოლება“ 

მისივე განმარტებით, სერგო ჯავახიძე, რომელიც პარტია „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა, მედიის წინაშე საარჩევნო პროგრამით მას შემდეგ წარსდგება, რაც საზოგადოებისგან არჩევნებში მონაწილეობისთვის საკმარის ხელმოწერებს შეაგროვებს.

აღნიშნული პროცესი 2 აგვისტოს ქუთაისში დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაგრძელდება. როგორც პარტიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ათასი ხელმოწერაა შეგროვებული.

სერგო ჯავახაძე „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე 2011 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც  პარტიაში განხეთქილება მოხდა და  პარტიის რეგიონალური წარმომადგენლობები დაგროვილი დავალიანების გამო მაშინდელ თავმჯდომარეს, ზურაბ ნოღაიდელს დაუპირისპირდნენ  და თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. მაშინ პარტიის ნაწილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა. მათ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” გამგეობის ახალი შემადგენლობის ასახვა ითხოვეს. იუსტიციის სამინისტრომ ნოღაიდელთან დაპირისპირებული თანაპარტიელების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოძრაობის გამგეობის წევრთა შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სცნო.

ახალი ამბები