კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თუშეთობაზე“ მარგველაშვილის მიწვევა შეიძლება უკანონო შემოწირულობად ჩაითვალოს

6 აგვისტო, 2013
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 3 აგვისტოს, სოფელ ომალოში „თუშეთობა 2013“–ს დაესწრო. მარგველაშვილი, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით წარადგინა. ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის ირინე ურუშაძის განცხადებით, ასეთ ღონისძიებებზე საარჩევნო მიზნების მქონე პირის მიწვევა შეიძლება უკანონო შემოწირულებად ჩაითვალოს.

„გიორგი მარგველაშვილი ჯერჯერობით საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირებული არ არის და აღნიშნული ქმედებებისგან თავშეკავების, ისევე როგორც მინისტრობიდან გადადგომის ფორმალური ვალდებულება მას არ გააჩნდა. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო კამპანია ფაქტიურად უკვე დაწყებულია, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაცია კი მხოლოდ ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, კოალიცია „ქართული ოცნების“ მომავალი კანდიდატი ვალდებულია, დაიცვას ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი, რომლის თანახმად, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მკაფიო განსხვავება უნდა არსებობდეს, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია. პრეზიდენტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას მის მიერვე დეკლარირებული მაღალი პოლიტიკური სტანდარტი და კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებამდეც არ დაუშვას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ვინაიდან ამომრჩევლისთვის ის უკვე აღიქმება, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირინე ურუშაძემ.

მისივე თქმით, მეორეს მხრივ, სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მხრიდან ასეთ ღონისძიებებზე პოლიტიკური სუბიექტის და განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირის მოწვევა შეიძლება ჩაითვალოს უკანონო შემოწირულებადაც, რამდენადაც ამით პოლიტიკურმა პირმა სარგებელი მიიღო.

ახალი ამბები