კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაბანში ახლადარჩეული გამგებლის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ

7 აგვისტო, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამგებლები ქვემო ქართლის ყველა რაიონში შეიცვალა. ასე მოხდა გარდაბნშიც, თუმცა ერთი განსხავავებით - ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული ახალი გამგებელი, რომელიც თანამდებობაზე 4 თვის განმავლობაში მუშაობდა,  რადენიმე დღის წინ გადაირჩიეს. საკრებულომ  ნდობა მის მოადილეს, ნუგზარ ჩადუნელს გამოუცხადა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ ის აირჩია. 

,, ქართული ოცნების“ აქტივისტების ერთმა ნაწილმა გამგეობასთან აქცია მოაწყო და გამგებლის მოვალეობის ახალი შემსრულებელის შეცვალა მოითხოვა. 

,,გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ნუგზარ ჩადუნელი. ადამიანი, რომელიც არის ძველი ჩეკისტი. ის ქვემო ქართლის კუდის ყოფილი უფროსის, ვაჟა ლელუაშილის მითითებით მუშაობდა. რა უნდა მას ახლა გამგებლად?!“,- კითხულობდა, აქციის მონაწილე, ასათ ხუდადოვი.

გამგეობასთან მიმდინარე აქციაზე კომენტარი რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ჩადუნელმაც გააკეთა. ,, მე არ უარვყოფ, რომ უშიშროებაში 2004 წლამდე ვმუშაობდი. ნაციონალების მოსვლის შემდეგ ერთი ბრძანებით 50 კაცი გაგვათავისუფლეს სამსახურიდან და მას შემდეგ, 2012 წლამდე უმუშევარი  ვიყავი. შემდეგ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და მას დავუდექი გვერდით.  ისე საკითხავია,  ვინ არის ეს ხალხი, არიან კი საერთოდ, ქართული ოცნების წევრები?!“- აცხადებდა ჩადუნელი.

აქციის მონაწილეები  ,,ქართული ოცნების“ სათაო ოფისში  ჩასვლას და ჩადუნელის შეცვლის მოთხოვნას გეგმავენ. 

ახალი ამბები