კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ლევადა ცენტრის“ კვლევა საქართველოს მიმართ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ რუსეთში

8 აგვისტო, 2013
 
სივილ ჯორჯია

რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის  „ლევადას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა ნახევარზე ოდნავ ნაკლები რუსეთში აცხადებს, რომ მათ დადებითი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და 49% მიიჩნევს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ რუსეთს არც სარგებელი მოუტანა და არც ზიანი.

რუსეთის 45 რეგიონში 1,601 რესპონდენტის გამოკითხვა, რომლის შედეგებიც 7 აგვისტოს გამოქვეყნდა, 18–22 ივლისში ჩატარდა და მისი ცდომილების ზღვარი +/- 3.4%-ია.

კითხვაზე, თუ როგორია თქვენი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, 48%–მა უპასუხა ან „ძალიან კარგი“ ან „ძირითადად კარგი“ – ეს მაჩვენებელი ოდნავ გაზრდილია შარშან ივლისში იგივე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით, ხოლო 2008 წლის სექტემბერში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით 32 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ორი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 42%–ს შეადგენდა.   
 
იგივე კითხვაზე რესპონდენტთა 40%–მა უპასუხა, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ან „ძალიან ცუდია“, ან „ძირითადად ცუდი“ – სტატისტიკურად იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა 2012 ივლისის გამოკითხვის დროს. 2008 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 51%–ს შეადგენდა.

რესპონდენტთა 20% მიიჩნევს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთისთვის სასარგებლო აღმოჩნდა; 2012 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 28%–ს, ხოლო 2008 სექტემბერში – 40%–ს შეადგენდა. 11%–ს მიაჩნია, რომ ამან რუსეთს ზიანი მოუტანა – 2008 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 15%–ს შეადგენდა.

რესპონდენტნთა 49%–ს მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯმა რუსეთს არც სარგებელი და არც ზიანი არ მოუტანა; მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა შარშან ივლისში; 2008 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 28%–ს, ხოლო 2009 წლის ივლისში 40%–ს შეადგენდა.

რესპონდენტთა 9% აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყოს; 30% – რუსეთის შემადგენლობაში, ხოლო 42% აცხადებს, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს. მაჩვენებლები იმავე კითხვაზე სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით თითქმის იგივეა.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ საქართველოში ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მარტში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, 26%-დან 37%-მდე არის გაზრდილი იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს; ხოლო 42%-დან 34%-მდეა შემცირებული მათი რაოდენობა, ვისი აზრითაც, ეს საფრთხე გაზვიადებულია; რუსეთს საფრთხედ რესპოდენტთა 20% არ აღიქვამს.

ახალი ამბები