კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი 8 აგვისტო, რომელიც ძალიან გვტკივა“ - 5 წელი კოდორის დაკარგვიდან

9 აგვისტო, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი    

ქუთაისის ერთ-ერთ გარეუბანში, ავტოქარხნის ტერიტორიაზე, ყოფილი სამხედრო ლიცეუმის შენობაში სადაც კოდორის ხეობიდან დევნილი 48 ოჯახი ცხოვრობს, აგვისტოს ომის ხუთი წლის თავი და საკუთარი ტრაგედია იქ მცხოვრებმა დევნილებმა მხოლოდ ერთმანეთში გაიხსენეს. humanrights.ge კოდორიდან დევნილი ფატიმა ოთხვანის ოჯახს ესტუმრა. 

„დილიდან ყველა საინფორმაციო საშუალება 2008 წლის მოვლენებზე ყვება. ხელისუფლების წარმომადგენლები პატივს მიაგებენ ომის დროს დაღუპულთა მემორიალებს, სტუმრობენ სამხედროების ოჯახებს და დევნილებს ცხინვალიდან. იხსენებენ 2008 წლის 8 აგვისტოს. ჩვენ კი, სამწუხაროდ, არავინ  გვახსენებს. არადა, ეს ტკივილი ჩვენც გადავიტანეთ. მადლობა ღმერთს, ჩვენს შემთხვევაში არავინ დაღუპულა. ცხინვალისა და გორისგან განსხვავებით, ჩვენთან ყველაფერი უსისხლოდ დასრულდა, თუმცა - ტკივილით. გაუსაძლისი ტკივილით“, - ამბობს კოდორის ხეობის მკვიდრი ფატიმა ოთხვანი და ცრემლებს ვერ იკავებს.

კოდორის დატოვების ისტორია კოშმარულ სიზმარს გავს:

„ეს იყო დღე, რომელმაც ლამის შვილის დაკარგვის ტკივილი დამავიწყა. 2006 წელს 26 წლის  ქალიშვილი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დავკარგე. 2008 წლის 10 აგვისტოს კი ორივეს ერთდ გამოვეთხოვე- შვილის საფლავსაც და ჩემს კოდორსაც. ხეობიდან სწორედ ამ დღეს წამოვედით. ჩვენი სოფელი დილიდან იბომბებოდა. გენწვიშის თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდა. ადგილობრივი ხელისუფლება კი, გვაიმედებდა, რომ საშიში არაფერი იყო. ჩვენს სოფელთან სამხედრო შტაბია, საიდანაც იერიში დაიწყო. მერე კი, ჩვენს ეზოში სამხედრო ჭურვი ჩამოვარდა, რასაც ჯოჯოხეთი მოჰყვა. სახლში შევვარდი. ჩემი გარდაცვლილი შვილის ფოტოებს და ნივთებს ხელი დავავლე და დანარჩენებთან ერთად გამოვიქეცი. დავტოვე ყველაზე წმინდა და სათუთი, რაც კი ამ ქვეყნად მებადა“, - 72 წლის ქალბატონი გარდაცვლილი შვილის ფოტოებს კარადიდან იღებს დაგვიჩვენებს. იქვეა ხეობის ფოტოც, რომელზეც სოფლისკენ მიმავალი ცენტრალური გზაა ასახული. 

ახლო ნათესავებისგან იცის, რომ ახლა ამ გზაზე რუსი სამხედროების მანქანები დადიან. სოფელში კი, რომელიც ქართველებისგან დაცლილია, ორი ოთხსართულიანი საცხოვრებელი აშენდა, რომელშიც ახლა რუსები ცხოვრობენ.

„შვილო, კოდორის ხეობის დაკარგვით ჩვენ აფხაზეთი საბოლოოდ დავკარგეთ. რუსებმა ხელიდან გამოგვწიწკნეს ისე, რომ ერთი წვეთი სისხლიც არ დაღვრილა. გაიყიდა ჩვენი ხელისუფლება - ისე დათმო ხეობა, რომ ხელიც არ აუკანკალდა. არადა, როგორ ვიცავდით და ვუფრთხილდებოდით. ყოველ კვირაში 7-8 ვაჟკაცი გადიოდა და ხეობას საკუთარი სიცოცხლის ფასად დარაჯობდა. ასე შეინახეს 15 წელი. დღეს კი, ის ბიჭები და ჩვენ, ყველანი არავის ვახსოვართ. არადა, ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი 8 აგვისტო, რომელიც ძალიან გვტკივა.“

ამ დრომდე საკუთრებაში ვერგადაცემული ერთოთახიანი ბინა, 28 ლარიანი შემწეობა და სახლში გამათბობლის არსებობის გათვალისწინებით მიღებული 90 ათასი ქულა,  რის გამოც ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღმა დარჩა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რითიც ოთხვანების ოჯახი ცხოვრობს. როგორც თავად ამბობენ, ამ პრობლემების მოგვარებაში დახმარებისთვის აფხაზეთის მთავრობის ადგილობრივ წარმომადგენლობას არაერთხელ მიმართეს,  თუმცა, უშედეგოდ. 

„მოვიდნენ და ელექტროენერგიის ქვითარი მოითხოვეს. ნახეს, რომ 12 ლარის ელექტროენერგია გვაქვს მოხმარებული და გვითხრეს, თუ გიჭირთ, ამდენ დენს რატომ წვავთო. აბა, რა ვქნა, ჩემს შვილს, ახალგაზრდა კაცს როგორ ვუთხრა, ნუ დაიბან, ელექტროენერგია დაგვეხარჯებათქო. ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოოვთ, შვილო. მხოლოდ ელემენტარულ ყურადღებას. მოქვცენ გასაქანი, რომ ვიარსებოთ. აქვე, ეზოში პატარა მიწის ნაკვეთი იყო. ვამუშავებდით, მწვანილს აღარ ვყიდულობდით. მოვიდნენ, არც გვკითხეს, ისე მოაპირკეთეს. ლამაზი კია, მაგრამ გვერჩივნა ბოსტანი გვქონოდა. ჩვენ შრომას მიჩვეული ხალხი ვართ, მიწასთან ურთიერთობა გვიყვარს,“ - თვალები ცრემლით ევსება. 

ქალბატონი ხათუნა აქ მოხუც მეუღლესთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ამბობს რომ ყველაზე მეტად ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩენილი სახლი და შვილის საფლავი ენატრება, რომელიც უკვე მეხუთე წელია აღარ უნახავს. 

„ზოგჯერ მგონია, რომ აქ, ჩემი სახლიდან შორს, სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ, ყველასთვის ზედმეტი ვარ, მათ შორის ახალი ხელისუფლებისთვისაც, რომელსაც გასული წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მთელ სამეზობლოსთან ერთად, მხარი ერთსულოვნად დავუჭირე, იმ იმედით, რომ ცხოვრება ცოტათი მაინც გამოსწორდებოდა“ - ამბობს ხათუნა ოთხვანი 

ახალი ამბები