კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უოტერსი და ტაქსიმი

12 აგვისტო, 2013
თამთა  თვალავაძე

კარგი  მოვლენები  დაუგეგმავად  ხდება. იანვრის  ჩვეულებრივი საღამო  რომ არა  და  შემთხვევით  სოციალურ  ქსელ facebook-ში აღმოჩენილი ჯგუფი -  „ქართველები როჯერ უოტერსის  ლაივზე  - სტამბულში“, ახლა არც ამ ბლოგს  დავწერდი, არც მსოფლიოს საუკეთესო  შოუს დავესწრებოდი, ტაქსიმის აქციების  დარბევაშიც არ  მოვხდებოდი  და  არც  განუწყვეტლივ  ვიფიქრებდი, სად ვიყავი. 

იანვრიდან დაწყებული  საორგანიზაციო  საქმეების  მოგვარების  შემდეგ, ქართველების  212-კაციან  ჯგუფს  შევუერთდი და როჯერ უოტერსის ლაივზე  დასასწრებად  სტამბოლში  გავემგზავრეთ. მოლოდინის  რეჟიმის განსაკუთრებულობაზე მსმენია, მაგრამ ამ შემთხვევში,  ყოველგავრი მოსაზრება    მცდარი იყო.  მეკითხებიან: „როგორი  იყო  კონცერტი?“ ვპასუხობ, რომ  სიტყვა  არა  მაქვს, იმიტომ, რომ რაც  ქართულ  ენაში „საუკეთესოს“  შეესაბამება, ისეთი  ფაქტების და მოვლენების  აღსაწერად გამომიყენებია, რომლებსაც მცირე  ჰქონდათ საერთო უოტერსის  ლაივთან. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს - „ასეთი  რა  იყო?“ „ორმა საათმა რა ზეგავლენა  უნდა  მოახდინოს?!“   „აჭარბებს“... დაე, იფიქრონ!

ამ შოუზე  მსოფლიოს  წამყვანი  გამოცმემა The Guardian წერს: „It is impossible not to be impressed with this show as a sensory experience“. ხოლო The New York   Post: „The best Arena show ever. Period“. ამ ყველაფრის შემოქმედია მუსიკოსი როჯერ უოტერსი - ლეგენდარული „პინქ-ფლოიდის“ ლიდერი, რომელსაც სექტემბერში 70 წლის იუბილე აქვს და სტამბოლის შოუ მისი ერთ-ერთი ბოლო კონცერტია. 

და აი დადგა დღე, როცა მე უკვე სტამბოლში ვარ. ნელ-ნელა აცნობიერებ, რომ იმ ქალაქში ხარ,  რომელსაც ნაპოლეონმა  მსოფლიოს დედაქალაქობა უწინასწარმეტყველა. პოპულაციის  რაოდენობა, ფართობი, უბნების მკვეთრი კონტრასტი, შთამბეჭდავი კულტურული  ნაგებობები და ბოსფორი -  მეტისმეტად  ბევრი  პრიორიტეტი აქვს ამ ქალაქს. 

პრიორიტეტები ვახსენე და პროტესტის კულტურით  უნდა  დამეწყო. სტამბულის, მთავარ  მოედანზე - ტაქსიმზე, 31 მაისს, იქვე მდებარე „გეზი პარკის“ გაჩეხვის  გამო  დაწყებული დემონსტრაციები დღემდე გრძელდება. უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე თურქეთში ასეთი მასშტაბის საზოგადო  მღელვარება  არ  ყოფილა. მოვლენები „გეზი  პარკის“ გაჩეხვამ და  სავაჭრო ცენტრის მშენებლობამ გამოწვია. მართლაც, დიდ ქალაქებში ახლა იშვიათად შეხვდები მცენარეებს, მჭიდროდ განლაგებულ შენობებს შორის. ასე რომ, პროტესტის მიზეზი  ნამდვილად აქვთ.  

ორი თვის განმავლობაში პოლიციამ არაერთხელ დაარბია დემონტრანტები. ერთ-ერთ დარბევას კი მეც შევესწარი. აქციის  მონაწილეთა  მოთხოვნები გასცდა  გარემოზე  ზრუნვას: „ეს უკვე ხეებს  აღარ ეხება, ეს  ხალხის, ერის  სიამაყეა!“  „ვაპროტესტებთ  სახელმწიფო  წყობილებას - იმას, რომ ერდოღანი თავს მეფედ მიჩნევს!“  „მოძალადე  პოლიცია!“ „ყველგან ტაქსიმია,  ყველგან წინააღმდეგობაა!“ - ეს  შეძახილები  ყოველმხრივ გესმის. 

პირველად მაშინ გავოცდი, როდესაც სტამბოლის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე - ისტიკალიზე მეგობრებთან ერთად მივსეირნობდი. მოულოდნელად საპროტესტო აქციის მონაწილეების შეძახილები  მოგესმა. ადგილზე პოლიცია ელვისსისწრაფით გაჩნდა, სპეციალურმა მანქანამ წყლის ჭავლით მომიტინგეები დაშალა და გასაქცევი გზა გადაუღობა. დავიბენით. ასეთი რამ პირველად ვნახეთ. თვითგადარჩენის ინსტიქტის შესაბამისად ვიმოქმედეთ და თავი უახლოეს ქუჩას შევაფარეთ.  ეს  ყველაფერი ზუსტად 20 წუთში მოხდა და შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა.

ისტიკალიზე არასდროს იცი, როდის გამოჩნდებიან მომიტინგეები და პოლიცია. მოსახლეობა და სავაჭრო ცენტრების მომსახურე პერსონალი ყველაფერს ბუნებრივად  აღიქვამს. მეორე დღესაც, როცა სტამბოლის ქუჩებში სეირნობის შემდეგ სასტუმროში ვბრუნდებოდი, ისევ დარბევაში მოვყევი და მეგობრებსაც  ჩამოვრჩი. დარბევის დროს ჩემი ყურადღება თურქმა მიდიების  გამყიდველმა მიიქცია - მან ელვის სისწრაფით აკეცა თავისი დახლი და შენობას შეაფარა თავი. მან „თავშესაფარი“ ჩვენც შემოგვთავაზა და ღიმილით გვითხრა: „დამშვიდდით, მალე  ჩაწყნარდება ეს  აურზაური“. 

პროტესტიც არის და პროტესტიც! მომიტინგეები საღამოს სამსახურების დასრულების შემდეგ გამოჩნდებიან, რამდენიმე  წუთით დააფიქსირებენ, რომ დანებებას არ აპირებენ, პოლიცია დაშლის და რამდენიმე წუთში ყველაფერი ჩვეულ რიტმშია. მეგაპოლისში დრო ძვირად  ფასობს და თან ყველას  თავისი მოვალეობები აქვს. პარალელების  გავლება უსუსურად, მაგრამ მაინც  ვცადე  ჩვენს პროტესტის  კულტურასთან.  აშკარად  წინ არიან! 

კონცერტამდე ორი თვით ადრე  როჯერ უოტერსმა  თავის  ოფიცალურ საიტზე თანადგომის  წერილი  გამოაქვეყნა  თურქი მომიტინგეების მიმართ. წერილში  ნათქვამია , რომ ავტოკრატიის და რეპრესიების  წინააღმდეგ დემონსტრანტების პროტესტი მართალია.  ყველაზე  საგულისხმო  კი ბოლო ფრაზაა: „არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რასაც დღეს  თქვენ  აკეთებთ“.

თურქი  მსმენელი წინდაწინვე იყო შეგულიანებული დიდი მუსიკოსის მხარდაჭერით. კონცერტის მსვლელობის დროს კვლავ გამოვლენილმა თანადგომამ  ემოციების სიჭარბე, შეძახილები გამოიწვია. 

Pink Floyd-ის მუსიკოსისგან ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, მხარდაჭერა რომ არ გამოეხატა. მისი შემოქმედება ხომ  ძალაუფლების, ფულის, ძალადობის და ომის  წინააღმდეგაა მიმართული. 

როგორ შეიძლება სტადიონზე შეკრებილი ახალგაზრდა და საშუალო ხნის ადამიანი გააერთაინო  ერთი მუსიკით? ჩვენ  ხშირად  გვსმენია დაყოფა - ეს ახალგაზრდების  მუსიკაა, ეს  სხვა ასაკობრივი კატეგორის. ამ კონცერტის დროს დაყოფა და  საზღვრები არ არსებობდა. ეს  მუსიკა ყველა ასაკობრივ ჯგუფს, ფენას, ეროვნებას აერთიანებს.

უოტერსის, ისევე როგორც მთელი ჯგუფის  წარმატების საიდუმლო მუდმივი  ცვლილება და ექსპერიმენტებია. 1979 წელს Pink Floyd-ის მიერ გამოცემული ალბომი The Wall  აქტუალური და შოკისმომგვრელია 2013 წელსაც. ჯგუფის ნოვატორულობა ტექნიკური  მიღწევების გამოყენებაშიც ვლინდებოდა. მათ პირველად გამოიყენეს ლაზერული შოუ, ანიმაციები, სლაიდები და ბგერის პანორამული რეგულატორი, რომლის საშუალებით ბგერითი ფონი ინტენსიურად იცვლებოდა. 

თავდაპირველად არ  გჯერა, სად  მოხვედი, მერე ნელ-ნელა აანალიზებ, რომ აქ რაღაც   მაგარი მოხდება,  მერე აპარატურას ამოწმებენ, მერე გამცნობენ, რომ იწყება და მართლაც, იწყება... ლეგენდარული მუსიკოსის გამოცდილება, საშემსრულებლო ტექნიკა ენერგეტიკული რესურსი, შოუ და ტექნოლოგიები თავდაყირა  გიყენებს  წარმოდგენათა კრებულს. ამ დროს უნდა იყვირო, იმღერო, იმოძრაო და შენ თავს არ გავდე. მახსოვს ქართველი მსმენელის (არაოფიაცილური მონაცმებით 3000-მდე ქართველი იყო სტადიონზე) განსაკუთრებული  ემოცია, რომელიც ტაბლოზე  მსოფლიოს ომის გმირებთან ერთად, აგვისტოს ომის გმირის - 19 წლის  შალვა გაბუნიას გამოჩენამ გამოიწვია.

ახლა ვხდები, რაოდენ სწორი პოზიცია ჰქონდა გია ხადურს „ცხელი შოკოლადის“ 92-ე  ნომერში დაბეჭდილ სტატიაში  - „Open Air 2013 ანუ თავისუფალი იმპროვიზაცია თემაზე - გვჭირდება თუ არა როკფესტივალები“: „დამერწმუნეთ, შეიძლება ხუთი ჰარვარდი დაამთავრო და ერთი-ორი სორბონაც მიაყოლო ზედ, მაგრამ ეს  ყველაფერი გადაწონოს ერთ კონცერტზე მოხვედრამ, ან ერთი ალბომის მოსმენამ იმ ღირებულებების ძიებაში, რომელიც მთავარია ცხოვრებაში“. 

მე მოვხდი ამ კონცერტზე - კონცერტზე, რომელმაც შემცვალა! მე მოვუსმინე ალბომს The Wall-ს!   

ახალი ამბები