კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კულტურული მემკვიდრეობა, რომელზეც უარს ვამბობთ - დაბა საყდრისის უძველესი საბადო

13 აგვისტო, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ბოლნისის რაიონ დაბა საყდრისში მდებარე ძვ.წელთაღიცხვის 3030-2918 წლების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წელს სტატუსი მოუხსნეს. კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ თავდაპირველად აღნიშნული ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი დაუსაბუთებლად იქნა გაცემული.

Humanrights.ge აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ირინა ღამბაშიძეს ესაუბრა.

ღამბაშიძე ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირია. 2006 წელს სწორედ, მისი და უცხოელი კოლეგების ძალისხმევით ჩატარებული ექსპედიციების და შემდგომში ლაბორატორიული კვლევების შედაგად -  აღნიშნულ ძეგლს სტატუსი მიანიჭეს. ღამბაშიძე დღესაც იკვლევს საყდრისის, უკვე უსტატუსო საბადოს. ის ხელმძღვანელობს გერმანელი კოლეგებისგან შემდეგ ექსპედიაციას, რომელიც საყდრისის  საბადოს შესწავლით არიან დაინტერესებული. სწუხს იმაზე, რომ სახელმწიფო არჩევანს წარმოებასა და კულტურულ მემკვიდრეობას  შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არ აკეთებს.

„საყდრისში მდებარე ისტორიული ძეგლი არის ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძველი ძეგლი,  სადაც ოქროს მოპოვება სამთო წესით ხდებოდა. სწორედ, ამიტომ მეცნიერთა ექსპედიციები დიდი ინტერესით სტუმრობენ აღნიშნულ ძეგლს.  საყდრისის საბადოს შესახებ ყველა კვლევა და ლაბორატორიული დასკვნები ამ  ძეგლისთვის სტატუსის მისანიჭებლად,  2005 წლის ნოემბერში კულტურის სამინისტროში ჩავაბარე. შემდეგ კი, ერთ  წელიწადში, ძეგლმა სტატუსი  მიიღო.  ახლა  არც ერთი ჩემ მიერ წლების წინ ჩაბარაებული კვლება არქივში არ იძებნება“-  ამბობს ღამბაშიძე. 

შესაბამისად სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ ძეგლის კულტურული ღირებულების დადამტკიცებელი სერიოზული კვლევა არ არსებობდა  და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მას კანონიერად არ მიეცა.  

,, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ 2004-2005 წლებში არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიშების არსებობა ვერ დასტურდება. საქართელოს  მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალური ცნობის მიხედვით საყდრისის არქეოლოგოგიურ ობიექტზე 2004-2005 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიშები არ მოიპოება აკამდემიის მთავარ არქიმში“, - ვკითხულობთ საყდრისისი საბადასოთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს მოწვეული სპეციალური კომისიის დასკვანაში. 

შედეგად აღნიშნული კომისიას გამოაქვს  დასკვნა, რომ საყდრისში სულაც არ არის ოქროს სამთო წესით მოპოვების უძველის კერა. კომისია წერს, რომ აქ, არა ოქროს, არამედ სპილენძის მოპოვება ხდებოდა და შესაბამისად, ძეგლს  ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ ეკუთვნის. 

კომისიას უპირისპირდება ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ამბობს, რომ ამ საქმეში მთავარი მოთამაშე მადნეულის ახალი  მეპატრონე კომპანია  ,,ერ ემ ჯი“-ია. სწორედ, მას სურს საბადოზე ოქროს ძიების დაწება, რადგან იცის, რომ საბადოში ოქრო არის. 

,, ჩვენ შევისწავლეთ  მადნები და გარწუნებთ, რომ 10 წლის კვლევის მანძილზე  ჩვენ იქ, სპილენძი არ გვინახავს. მანდ არა სპილენძი, არამედ ოქროა.  შევისწავლეთ მადნები და ის, თუ რამდენ ტნაში რა რაოდენობის ოქროს შემცველობა იყო. ის, რომ ეს არის რეალურად ოქროს საბადო, მხოლოდ ჩვენი კვლევებით არ დასტურდება. თითოეული  ანალიზი საერთაშორისო ლაბორატორიებში არის გაკეთებული. ჩამოდიან უცხოელი მეცნიერები და საუბრობენ ამ ძეგლის მსოფლიო მნიშვნელობაზე,  ჩვენ კი რას ვაკეთებთ ამ დროს?!  მე მაინტერესებს, როდესაც სამინისტრო ქმნიდა კომისიას, რატომ არ  გაითვალისწინა ჩვენი რესურსი?!  ჩვენ ვართ სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული მუზეუმი, რატომ არ გამოითხოვა ჩვენი კვლევები და ის  დიდი ინფორმაცია, რაც ჩვენ დაგვიგროვდა?! . ის ადამიანები ვინც  ამ კომისიაში ჰყავდათ არიან   ,,ერ ემ ჯი“-ის კონტრაქტორები. ისინი არ არიან დაინტერესებული მხარეები და მე ვარ დაინტერესბული მხარე, რომლის ჩართვაც არ შეიძლებოდა ამ კომისიაში?!“  - ამბობს  ღამბაშიძე.

ამბობს, რომ ძეგლისთვის სტატუსის  მინიჭების დოკუმენტების წლების შემდეგ გადახედვა საჭირო, მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ,,ერ ემ ჯი“-ის სურს საბადოზე ოქროს ძიების დაწყება, რისი მცდელობაც ორჯერ უკვე ჰონდა. სახელმწიფო კი რეალურ კვლევებზე  საეჭვოდ  ხუჭავს თვალს და ქვეყანას მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლს უკარგავს.  

საყდრისის საბადოს შესახებ კულტურის მინისტს პრემიერიც წერს და სიტუაციის გარკვევას ითხოვს. საპასუხო წერილში ოდიშარია ძეგლის სტატუსის შეცვლის მიზეზებზე საუბრობს. 

,, დასკვნის სახით საყდრისის საბადო ყაჩაღიანის უბანზე უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლის, კერძოდ უძველესი ძეგლის, უძველესი ოქროს მაღაროს არსებობის მეცნიერული დასაბუთება შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს და არ არის დამაჯერებელი. არგუმენტი და ფაქტობრივი მასალ, რაც კომისიას წარედგინა ანგარიშებისა  და  დასკვნების სახით, ვერ ადასტურებენ  ოქროს უძველესი და უნიკალური მაღაროს არსებობას“, - წერს საპასუხო წერილში პრემიერს კულტურის მინისტრი.

საყდრისის საბადოს ქართველი და უცხოელი მეცნიერების გარდა სხვა გულშემატკივრებიც გამოუჩნდა. სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები საბადოს დაცვას აქციებით იწყებენ. 

ახალი ამბები