კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა

14 აგვისტო, 2013
 
ინტერპრესნიუსი

მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მღვდელმსახურების უფლება სამ სასულიერო პირს შეუჩერდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორე ჭუაძემ განუცხადა. მისი თქმით, სამ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება სხვადასხვა დროით აქვთ შეჩერებული, ეს გადაწყვეტილება კი, საპატრიარქოში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მიიღო. 

რაც შეეხება კომისიის გადაწყვეტილების მოტივს, თეოდორე ჭუაძემ მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ "ეს ეკლესიის შიდა საქმეა". საპატრიარქოში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა უბისისა და მარგვეთის მოსახლეობის დაპირისპირება სასულიერო პირებთან. 

მოსახლეობის ნაწილი სასულიერო პირებს, აღსარების გათქმაში, ეკლესიის ქონების მიტაცებასა და მრუშობაში ადანაშაულებდა. 

საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია დაპირისპირებაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მოსახლეობის ნაწილმა ეკლესიის კარი აჭედა. 

დღეს, საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წევრები შეხვდნენ მრევლს, სასულიერო პირებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. 

მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტ ვახტანგ ახვლედიანის საქმის შესწავლის მიზნით საპატრიარქოში სპეციალური კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ადგილობრივმა მრევლმა დახმარებისთვის საპატრიარქოს მიმართა. მეუფე ვახტანგს მრევლი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვასა და საეკლესიო კანონების დაუცველობაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები