კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისსა და სოხუმში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების წლისთავი აღინიშნა

15 აგვისტო, 2013
 
სივილ ჯორჯია

14 აგვისტოს სოხუმსა და თბილისში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 21 წლისთავი აღინიშნა. აფხაზეთში 14 აგვისტო „სამშობლოს დამცველთა ხსოვნის დღედ“ აღინიშნება. სეპერატისტული რეგიონის ხელმძღვანელობამ სოხუმის ცენტრში მდებარე დიდების მემორიალი გვირგვინებით შეამკო. თბილისში კი ეს დღე გმირთა მოედანზე დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალის გვირგვინებით შემკობით აღინიშნა.   

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აფხაზეთის ომის დაწყების 21 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „ეს ომი იყო დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო“.

„საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტის თავიდან აცილება ახლადშექმნილმა სახელმწიფომ და ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კონფლიქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს, როგორც ქართული, ისე აფხაზური მხრიდან. 

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებული ძალები 1992 წლის 14 აგვისტოს გაგზავნა, და ამის ოფიციალურ მიზეზად რუსეთ–საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დაცვა დაასახელა. 1993 წლის სექტემბერში საქართველოს შეიარაღებული ძალები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ აფხაზეთი.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ასევე განაცხადა: „პირველ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უარი თქვა მასზე თავსმოხვეულ, აგრესიულ და მილიტარისტულ პოლიტიკაზე. საქართველო უკვე აღარაა ის სახელმწიფო, რომელიც იყო 21 წლის წინ. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზადაა აფხაზებისა და ოსების ინტერესების დასაცავად და გულწრფელად დაინტერესებულია მათთან მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლების შექმნით“.

„ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი და ვიზრუნოთ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის მშენებლობაზე, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, გასულ საუკუნეში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები აღარასოდეს განმეორდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები