კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი უთხრა უფლებადამცველ ორგანიზაციას სოციალური რგოლის განთავსებაზე

16 აგვისტო, 2013
 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე ალეკო ცქიტიშვილი გაკვირვებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის წერილით, სადაც ნათქვამია  უარი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ მომზადებული სოციალური ვიდეორგოლის   ეთერში განთავსებაზე.

„ჩვენი გაკვირვება გამოიწვია. მით უფრო იმან, რომ უარის საფუძვლად გიორგი ბარათაშვილს მოყავს "მაუწყებლობის შესახებ" კანონის სწორედ ის მუხლი, რითაც დასტურდება, რომ ჩვენი ვიდეორგოლი სოციალური რეკლამაა“, უთხრა Media.Ge-ს ალეკო ცქიტიშვილმა.

"მაუწყებლობის სესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მოიხმობს,  სოციალური რეკლამა განმარტებულია, როგორც "საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას".
„გამომდინარე აქედან, ვინაიდან წარმოდგენილი  რგოლი არ პასუხობს ზემოთ ხსენებული ნორმით დადგენილ მოთხოვნებს, მოკლებული ვართ საშუალებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოციალური რეკლამის სახით განვათავსოთ აღნიშნული ვიდეორგოლი“, წერს გიორგი ბარათაშვილი უფლებადამცველ ორგანიზაციას.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ახორციელებს პროექტს - „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საქართველოში“.

ორგანიზაციამ ითხოვა,   საზოგადოებრივ მაუწყებელს  13 აგვისტოდან 23 აგვისტომდე განათავსებინა თავის ეთერში სარეკლამო რგოლი, რომელიც დამზადებულია „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.

„ჩვენი ვიდეორგოლი უდავოდ საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ არის მიმართული, რადგან ვეხმარებით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც იურიდიული დახმარებისთვის არა აქვთ საშუალება კერძო იურიდიულ კომპანიებს მიმართონ,  აქედან გამომდინარე,  სოციალური რეკლამა ვერ ჩაითვლება კომერციულ რეკლამად, მითუმეტეს, ჩვენი ორგანიზაცია არის არასამეწარმეო  იურიდიული პირი და კომერციული მიზნები არ გაგვაჩნია“, განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა, აღნიშნული პროექტის კოორდინატორმა.  მან დასძინა, რომ   ვიდეორგოლი არანაირად არ წარმოადგენს წინასაარჩევნო რეკლამას,  არ შეიცავს არც კერძო სამართლის იურიდიული პირის, არც სამთავრობო დაწესებულების და მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ამასთან, ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, ბარათაშვილის უარი სრულ შეუსაბამობაშია ადრინდელ ფაქტთან, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელმა ეთერში გაუშვა   უფლებადამცველი რგანიზაციის მიერ ხსენებული პროექტის ფარგლებში მომზადებული ერთ-ერთი ვიდეორგოლი.

ახალი ამბები