კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ შაშკინი და კალმახელიძე დაკითხვაზე დაიბარა

19 აგვისტო, 2013
 
სივილ ჯორჯია

16 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სისტემის ორი ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და ხათუნა კალმახელიძე, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარა. 

„საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ცემა-წამებისა და მათ მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ დანაყოფებში წარმოებული სისხლის სამართლის ათეულობით საქმის, აგრეთვე, ამ საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების დეტალური შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ქმედებებზე უფლებამოსილი სამინისტროს მიერ სახელმწიფო კონტროლის ფუნქციის რეგულარული შეუსრულებლობის, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კალმახელიძე 16 აგვისტოსვე დაიკითხა, შაშკინის დაკითხვა კი მოსალოდნელია თვის ბოლოსთვის მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დაბრუნდება.

„კარგი არის, რომ მიმდინარეობს გამოძიება. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება იქნება რაც შეიძლება უფრო დეტალური იმიტომ, რომ დამერწმუნეთ, რომ თუ ვინმე არის ამ გამოძიებაში დაინტერესებული, პირველ რიგში ეს ვარ მე“, - განაცხადა კალმახელიძემ. 

მან განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული პატიმართა მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ და ასევე დასძინა, რომ ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან და მიაწვდის მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას. 
 
პროკურატურამ თავის განცხადებაში აღნიშნა: „დადგენილია, რომ წლების განმავლობაში პატიმართა ცემა-წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში და ხორციელდებოდა სისტემატურად, ჯგუფურად, რამოდენიმე წლის მანძილზე, ყოველდღიურად, სხვადასხვა საშუალებებითა და მეთოდებით, როგორც საკნებში, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულების ღია ტერიტორიაზე“. 
 
„აღნიშნული ფაქტები წლების განმავლობაში რჩებოდა სათანადო რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ ფაქტების შესახებ რეგულარულად აისახებოდა საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში და ვრცელდებოდა მასმედიის საშუალებებით“.
 
„ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2013 წლის 25 ივლისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის თქმით, სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით იქნენ გამოძახებულები დაკითხვაზე მოწმის სტატუსით კალმახელიძე და შაშკინი.

შაშკინი სასჯელაღსრულების სამინისტროს 2009 წლის თებერვალ-დეკემბერში ხელმძღვანელობდა, ხოლო კალმახელიძეს მინისტრის პოსტი 2009 წლის დეკემბრიდან ეკავა და ის თანამდებობიდან 2012 წლის სექტემბერში  მას შემდეგ გადადგა, რაც ციხეში პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის კადრები გავრცელდა.

პროკურატურის განცხადებით, ამავე საქმეზე, „უახლოეს დღეებში“ მოწმის სტატუსით ასევე დაიკითხება ამჟამად სხვა საქმეებთან დაკავშირებით წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 2005 წლის დეკემბრიდან 2008 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები