კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

19 აგვისტო, 2013
 
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტო დაადო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ 24 ივლისს მიღებულ ცვლილებებს, რომელსაც მისი პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ ეწინააღმდეგებოდა და შენიშვნებით უკან დაუბრუნა საკანონმდებლო ორგანოს.

პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ 16 აგვისტოს განაცხადა, რომ შენიშვნები ეხება კანონპროექტის იმ დებულებას, რომელიც დოქტორანტებს უზღუდავს უფლებას, იმავდროულად იყვნენ ასისტენტ-პროფესორები.

კიდევ ერთი შენიშვნა, კალანდაძის თქმით, უკავშირდება ასევე დოქტორანტებს, რომლებსაც არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევაში.

რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კანონპროექტის საბოლოო რედაქციის თანახმად, მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შედიან უნივერსიტეტში აკადემიურ ან სამეცნიერო თანამდებობებზე მყოფი პირები, ასევე დოქტორები ან ექვივალენტური აკადემიურ ხარისხის მქონე პირები.

თავდაპირველად, განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა პრემიერ-მინისტრს ეკისრებოდა, თუმცა მწვავე პროტესტის შედეგად ეს დებულება შეიცვალა.

ახალი ამბები