კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები და ყოფილი პოლიტმატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

19 აგვისტო, 2013
 
სალომე ჩხეიძე

13 ივლისს  ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩანა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების  სასამართლო სხდომა, რომელიც ახალაიას შს მინისტრობის პერიოდში სპეცრაზელების წამების ეპიზოდეს შეეხება,  სასამართლოს ეზოში გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა. 

აქციის მონაწილეები ჯარისკაცების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდებში  სასამართლოს მიერ ბაჩო ახალაიასთვის გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებდნენ. 

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალაიას მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზი დატოვეს.  ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ორგანიზებით, სასამართლოს ეზოში მიმდინარე საპროტესტო აქციის წევრებმა ახალაიას ოჯახის წევრები, ადვოკატები და მხარდამჭერები  სასტვენების ფონზე გააცილეს, რასაც მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციის თანამშრომლებმა დაპირისპირების შედეგად დააკავეს ყოფილი პოლიტმატიმარი გიორგი გაბედავა და ორგანიზაცია  „თავისუფალი ზონის“ აქტივისტი, ონისე გერგედავა, რომელიც ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად იყო მისული სასამართლოში. 

პოლიციის ავტომობილში ჩასმამდე გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ონიანმა მას ხელი დაარტყა, თუმცა პოლიციელებმა ონიანის ნაცვლად იგი დააკავეს. 

გაბედავა და გერგედავა პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გაათავისუფლა, მეორე დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გაბედავას 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, გერგედავას სასამართლო პროცესი კი რამდენიმე დღეში გაიმართება.

როგორც გაბედავამ სასამართლო პროცესზე განმარტა, ის აღიარებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იგინებოდა ერთ-ერთი პირის მიმართ, რის გამოც ბოდიშს უხდის საზოგადოებას და არა ამ პირს.

პარალელურად, ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ დაკითხვაზე იყო დაბარებული.

"გაბედავამ პოლიციას მიმართა და მოითხოვა პასუხი, რატომ დავარტყი მე მას. თუმცა, მე პოლიციას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა გაბედავას მეგობრების დანაშაული, შესაბამისად, მათ მოუწევთ პასუხისგება იმ დანაშაულზე, რომელიც გუშინ საქალაქო სასამართლოში ჩაიდინეს", - განაცხადა გოგა ონიანმა. 

მედიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი გაბედავას. თუმცა, როგორც ონიანმა განმარტა, ეს მისი მხრიდან საპასუხო რეაქცია იყო, იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში ნანა კაკაბაძე, გიორგი გაბედავა და მათი თანხმლები პირები ბაჩო ახალაიას ადვოკატებისა და გულშემატკივრების წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობდნენ.

ახალი ამბები