07:22, Monday, 09.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არშემდგარი სახელმწიფოების ინდექსში საქართველო 55-ე ადგილს იკავებს

20.08.2013
 
ინტერპრესნიუსი

ამერიკულმა „ფონდი მშვიდობისთვის“ არშემდგარი სახელმწიფოების 2013 წლის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 55-ე ადგილს იკავებს. 

„ფონდი მშვიდობის“ ყოველწლიურ ინდექსში წელს მსოფლიოს 178 ქვეყანა მოხვდა, რომელთა შორის ყველაზე არშემდგარად აფრიკის ქვეყნები – სომალი, კონგო, სუდანი და სამხრეთ სუდანი დასახელდნენ. ყველაზე შემდგარ სახელმწიფოებადე კი ფონდმა ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია და დანია დაასახელა. 
„ფონდი მშვიდობის“ ინდექსში მოხვედრილი ქვეყნების სტაბილურობას სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკურ-სამხედრო მდგომარეობით განსაზღვრავს და 12 ინდიკატორით აფსებს. მათ შორის: დემოგრაფიული მდგომარეობა, ბუნებრივი სტიქია, დაავადებები, საზოგადოებრივი ფაქტორები, საკვებზე/წყალზე ხელმისაწვდომობა, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა, შურისმაძიებელი ჯგუფები ან ისტორიული კონფლიქტი; ინტელექტურუალური რესურსის გადინება ან განათლებული კლასის დაკარგვა, კრიმინალიზაცია, საჯარო სამსახურების მზარდი გადაგვარება, სხვა ქვეყნების და გარე პოლიტიკური ძალების ინტერვენცია და სხვა. 

ინდექსში არასტაბილურობის ხარისხი ოთხი ფერით განისაზღვრება: წითელი - კრიტიკული, ნარინჯისფერი - სახიფათო, ყვითელი – ზომიერი და მწვანე - სტაბილური. საქართველო ნარინჯისფერ ზოლში მოხვდა. 

„ფონდ მშვიდობისთვის“ არშემდგარი სახელმწიფოების 2012 წლის ინდექსში საქართველო 51-ე ადგილზე იმყოფებოდა. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC