კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მე-9 არხის“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის მიზნით საზოგადოებრივი კამპანია დაიწყო

20 აგვისტო, 2013
 
media.ge

ტელეკომპანია „მე-9 არხის“ დახურვიდან ორიოდე საათის შემდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გაჩნდა ჯგუფი „ვყიდულობ „მე-9 არხს“და ვქმნი სააქციო საზოგადოებას“, სადაც 20 აგვისტოს დღის 12:00 საათისთვის 2000 ადამიანი იყო გაწევრიანებული. მათ შორის არიან: „მე-9 არხის“ ჟურნალისტები, მათი სხვა კოლეგები, ყოფილი პარლამენტარები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები.

„მეგობრებო, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს იდეას, რომ მე-9 არხი შეიძინოს სააქციო საზოგადოებამ და ეს არხი იქცეს ნამდვილ საზოგადოებრივ ტელევიზიად, რომლის აქციონერებიც მოქალაქეები იქნებიან. ამჟამად მიმდინარეობს ჯგუფის ჩამოყალიბება. თუ ეთანხმებით ამ აზრს, შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჯგუფში და თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ. უახლოეს დღეებში ვაპირებთ, ოფიციალური წინადადებით მივმართოთ არხის მეპატრონეებს, რომ გვსურს არხის შეძენა“, - წერს ჯგუფში ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტის ყოფილი წევრი, პროფესიით ჟურნალისტი.

„მე მზად ვარ, რაც კი შემიძლია, ფიზიკური და მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე, გავიღო!“ - წერს ჯგუფში გაერთიანებული დემურ გიორხელიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი, ეკონომიკის ექსპერტი.

ფეისბუკში გაჩნდა კიდევ ერთი მოწოდება - „მე-9“ არხი იყიდოს ქართველმა ხალხმა!“

„შეიქმნას საინიციატიო ჯგუფი, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებას არხის მფლობელთან, რათა აქციების მინიმალური ოდენობის გაყიდვის გზით ხალხის გარკვეულმა რაოდენობამ შეძლოს ტელევიზიის შეძენა,რათა ის არასდროს არ აღმოჩნდეს რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ“, - წერენ ავტორები.

„მე-9 არხი“ 19 აგვისტოს საღამოს საინფორმაციო გამოშვებით დაიხურა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ მისი ოჯახი 1 სექტემბერს დახურავს ტელეარხს და სააგენტო „ინფო 9“-ს, თუ მანამდე არ გამოჩნდა მათი მყიდველი.

ახალი ამბები