კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია ბათუმში მსხვილფეხა პირუტყვის მონაწილეობით

20 აგვისტო, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ნინოწმინდის სოფელ გორელოვკიდან აჭარაში ეკომიგრანტების მორიგი ჯგუფი დაბრუნდა. ექვსი ოჯახი აჭარის მთავრობის სახლთან პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ითხოვდა. ეკომიგრანტებმა აქციის უჩვეულო ფორმასაც მიმართეს - მთავრობის სახლთან სატვირთო მანაქანით ის პირუტყვი მიიყვანეს, რომელთა გამოკვებისათვის საჭირო საძოვრები არა აქვთ. 

17 აგვისტოს დილით, აჭარაში, წალკის შემდეგ, ეკომიგრანტები ნინოწმინდიდანაც დაბრუნდნენ. მათი პრობლემა მრიცემიწიანობაა. მათი თქმით, მიწის გარეშე შემოსავლის გარეშე რჩებიან, შესაბამისად, ვერც საქონელს შეინახავენ.

„ჩვენ გვინდა, მინიმალური მიწა მოგვცენ, რომ თივა გავთიბოთ და საქონელი გამოვაზამთროთ. ფიზიკურად არც საძოვარი გვაქვს, არც სახნავი გვაქვს. ზაფხულობით კიდევ გამოკვებავ, სადღაც გაუშვებ საქონელს, მაგრამ ზამთრობით უკვე გასაშვები არსად არ არის“, - ამბობს ბეჟან ბერიძე.

მურად ბერიძე, ეკომიგრანტი: „შაბათ-კვირის გამო არ შეხვედრა არ მოხერხდა და ორშაბათს უნდა შეგვხდეს მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე, დავით ჭელიძე. ვითხოვთ მიწის ფართობების დამატებას, ან ქირაობის საშუალება მაინც მოგვცენ. ყველა ტერიტორია ადგილობრივებს უკავიათ. თუკი მიწა არ გვექნება, სხვა შემოსავალი ფიზიკურად არ არსებობს“. 

ეკომიგრანტების თქმით, დახმარების თხოვნით მიმართეს გორელოვკას სოფლის დეპუტატს და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს. თუმცა, საძოვრების პრობლემა ვერ მოუგვარეს. საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი ეკომიგრანტები ბათუმში, გასაპროტესტებლად ოჯახებითა და ბავშვებით ჩამოვიდნენ. ამჟამად ისინი თავს ახლობლებთან, წერეთლის ქუჩაზე აფარებენ. ჩამოყვანილი საქონელი კი, აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში ჰყავთ გადაყვანილი. 

აჭარის მთავრობის აპარატის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა ჩხეიძე აღნიშნავს, რომ აჭარის მთავრობა მხოლოდ კომუნიკაციის საკითხში შეძლებს ნინოწმინდაში ჩასახლებული ოჯახების დახმარებას: „ვესაუბრე ნინოწმინდის გამგებელს, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მთლიანად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პრობლემაა, რადგან წელს ნინოწმინდა და წალკა ბალახის სიმწირით გამოირჩევა“.

ნინოწმინდაში აჭარიდან ჩასახლებული 96 ეკომიგრანტი ოჯახი 2008 წლიდან ცხოვრობს. ეკომიგრანტების თქმით, მათ მცირემიწიანობა თავიდანვე აწუხებდათ. თუკი მათ პრობლემის მოგვარებაში აჭარის მთავრობა ვერ დაეხმარებათ, ისინი აჭარაში დაბრუნებას აპირებენ. მათი თქმით, უკვე ჩამოსულ 6 ოჯახს სხვა ეკომიგრანტებიც გამოყვებიან.

ახალი ამბები