11:43, Tuesday, 10.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადვოკატები აცხადებენ, რომ დავით ჩხიტუნიძეზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდება

21.08.2013
 
ინტერპრესნიუსი

დავით ჩხიტუნიძის ადვოკატები ვახტანგ თალაკვაძე და დალი იმნაიშვილი აცხადებენ, რომ  ჩხიტუნიძეზე  ათენის საექსტრადაციო ციხეში თავდასხმა, ხელოვნურად აგორებული ბრალდებებით არის გამოწვეული.

როგორც 21 აგვისტოს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა განაცხადეს, დავით ჩხიტუნიძეს არანაირი კავშირი არ აქვს სანდრო გირგვლიანის საქმესთან. ადვოკატ იმნაიშვილის განცხადებით, დავით ჩხიტუნიძეზე სისტემატიურად  ხდება ცრუ ინფორმაციების გავრცელება. 

„14 აგვისტოს მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით დავით ჩხიტუნიძეზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს იგი წითელი ცირკულარით ძებნის მოტივით იქნა დაკავებული ათენის აეროპორტის სასაზღვრო პუნქტში, თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მომენტში. სინამდვილეში, ჩხიტუნიძე ადვოკატებთან წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას, რის შესახებაც მიმდინარე წლის 13 აგვისტოს განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავრ პროკურატურას, რადგან იმედი გვქონდა, რომ ჩხიტუნიძის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ გაირკვეოდა სიმართლე. მან ათენის აეროპორტში სასაზღვრო პუნქტში წარადგინა პირადი დიპლომატიური პასპორტი ისე, რომ არ იცოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ პასპორტის გაუქმების თაობაზე, რის გამოც, იგი დააკავა ბერძნულმა მხარემ და ეჭვი გვაქვს, რომ შეგნებულად აჭიანურებენ დავით ჩხიტუნიძის ექსტრადაციას“, - აღნიშნა ადვოკატმა. 

მისივე განცხადებით, ჩხიტუნიძე, საბერძნეთის მხარის მიერ დაკავებული იქნა დიპლომატიური პასპორტით. იგი არის მაღალჩინოსანი პოლიციელი. ადვოკატის ინფორმაციით, ჩხიტუნიძე 19 წელია პოლიციაში მუშაობს და საბერძნეთის მხრიდან ჩეულებრივ ციხეში მისი ჩასმა არაკანონიერია.

„მოვითხოვთ, კანონის შესაბამისად ცალკე წარმოებად გამოეყოს დავით ჩხიტუნიძის ბრალდების საქმე. შეწყდეს პროვოკაციები და ცრუ ინფორმაციების გავრცელება მის მიმართ. დავით ჩხიტუნიძეს, ათენის საექსტრადაციო ციხეში რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, იგი თავშია დაჭრილია და ათენის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება“, - განაცხადა ადვოკატმა. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC