კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსთა სამინისტროს სისტემის ყველა თანამშრომლისთვის სპეციალური მიმართვა გავრცელდა

22 აგვისტო, 2013
 
ინტერპრესნიუსი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ყველა თანამშრომლისთვის წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში საარჩევნო კოდექსის ზოგიერთი მოთხოვნის დასაცავად სპეციალური მიმართვა გავრცელდა. 

მიმართვაში დეტალურად არის ჩამოთვლილი ის უფლება-მოვალეობები, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო მოხელეს აქვს წინასაარჩევნო პერიოდში.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე საჯარო მოხელეებს უფლება არ აქვთ, მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს.

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების, სამსახურების, ბიუროს) და სამმართველოების ხელმძღვანელებს ეკრძალებათ იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.

არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით.

ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება;

არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, კერძოდ, აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსთვის, მნიშვნელოვანია მთავრობის პრიორიტეტი - საპრეზიდენტო კამპანია ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და მზად არის, სრულად დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები",-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები