კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოებს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არჩევნების დასრულებამდე ეკრძალებათ

26 აგვისტო, 2013
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  ბიუჯეტში ბოლო ცვლილებები შეიტანა, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას მოიცავს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს მსგავსი სახის ცვლილებების შეტანისა და დამატებითი თანხების გამოყოფის უფლება 27 აგვისტოდან არჩევნების დამათავრებამდე ეკრძაკებათ.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადებით, საკრებულო კანონს დაემორჩილება და ორი თვის მანძილზე, სოციალური და ინფრასტრუტურული პროექტებისთვის  ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს არ გამოყოფს. 

საკრებულო კანონს არ არღვევს,  თუმცა აღსანიშნავია, რომ ინფრსატრუქტურული პროეტების განხორცილება გორში და გორის რაიონში წინანსაარჩევნო პერიოდს ემთხვევა - გორში ცალკეული ქუჩების მოასფალტების სამუშაოები უკვე დაწყებულია, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დადგეგმილ პროექტებთან ერთად,  ოთხი ახალი ინფრასტრუტურული პროექტიც დაიწყება,

კითხვაზე აღიქმება თუ არა ეს მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერად, დავით რაზმაძეს შემდეგი პასუხი აქვს

 ,,საპრეზიდენტო კანდიდატებიდან წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვითმართველობა არც არვის დაუჭერს მხარს და არც არავის შეუშლის ხელს,  იმის გამო რომ წინასაარჩევნო პერიოდია, ჩვენ პარალიზებული ვერ ვიქნებით, მაქსიმალურად ვცდილობთ კანონის დაცვას“ - ამბობს რაზმაძე. 

ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ახალი ამბები