კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნებიდან“ ბურჯანაძის პარტიაში გადასულები ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება

27 აგვისტო, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთში „ეროვნულების“ ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად „ბურჯანაძე-დემოკრატების“ შტაბის წარმომადგენელი გია ფირცხალაიშვილი humanrights.ge–სთან საუბარში აცხადებს, რომ ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ რაიონული  ორგანიზაციის ლიდერები კოალიციის საარჩევნო შტაბსა და გამგეობაში იბარებენ იმ ადამიანებს, ვინც „ბურჯანაძე-დემოკრატებთან“ გაწევრიანებას აპირებენ და მსგავსი გადაწყვეტილებისგან თავის შეკავებას აიძულებენ: 

„მე მივმართავ ამ ადამიანებს, ისინი ვეღარ შეძლებენ წინა ხელისუფლების დროს დანერგილი მეთოდებით ბრძოლას. ვერავის შეაშინებენ და აიძულებენ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ჩვენს პარტიაში გაწევრიანება, ნუ შეუშინდებიან მსგავსი ბინძური მეთოდებით მებრძოლ ხალხს და დაიცვან საკუთარი პრინციპები“, გვითხრა ფირცხალაიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბურჯანაძის პარტიაში გადასულ საჯარო მოხელეებზე ხორციელდება ზეწოლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ვახტანგ ზენაიშვილთან გადავამოწმეთ. ზენაიშვილის თქმით, ეს  სრული სიცრუეა: 

„დამისახელეთ ერთი საჯარო მოხელე, რომელსაც იმის გამო, რომ დატოვა კოალიციის რიგები, რაიმე საფრთხე შეექმნა. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. საჯარო მოხელე არჩევანში თავისუფალია. მას სრული უფლება აქვს იყოს როგორც „ქართული ოცნების“, ისე „დემოკრატიული საქართველოს“, „სახალხო კრების“ ან ბურჯანაძის პარტიის წევრი. აზრის სხვადასხვაობის გამო ჩვენ არავის დავსჯით“, - ამბობს გამგებლის მოადგილე.

როგორც ზენაიშვილმა გვითხრა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოხელე ოფიციალურად განაცხადებს რომ გადავიდა ბურჯანაძის პარტიაში ან შტაბში და მას ამის გამო სამსახურში პრობლემები შეექმნება, ის თვითონ დაიცავს ასეთი ადამიანის უფლებებს.
მიუხედავად გამგებლის მოადგილის ამ განცხადებისა, კოალიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიიდან ბურჯანაძის პარტიაში გადასული ადამიანები, რომელთაგან რამდენიმე საჯარო მოხელეა, ჯერჯერობით, თავიანთ გადაწყვეტილებაზე ხმამაღალ საუბარს ერიდებიან.

ახალი ამბები