კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულები საპატიმროში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობენ

27 აგვისტო, 2013
 
  თამთა  თვალავაძე

გასულ თვეში  ადამიანის უფლებათა  ცენტრმა   # 7 სასჯელაღმსრულებლო დაწესებულებიდან  მსჯავრდებულთა კოლექტიური წერილი მიიღო. წერილში სამი  მსჯავრდებული  აღწერს  ციხის  შიგნით  არსებულ  მდგომარეობასა და მათი  უფლებების  დარღვევაზეც  საუბრობს. მსჯავრდებულები  წერილში აღნიშნავენ, რომ ვერ  სარგებლობენ გასეირნების, გრძელვადიანი პაემნის, ოპერაციის  შემდგომი  მკურნალობის,  აბანოს  სარგებლობისა  და  სხვა ჰიგიენური  პროცედურების  დაცვის  უფლებით.

 ამ  უფლებების  დარღვევის გარდა, ისინი  ციხის ადმინიტრაციის  მიერ გამოვლენილ  ძალადობასა და კანონდარღვევებზე  იწერებიან. პატიმრები წერილში წერენ, რომ ციხის ადმინისტრაცია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებით  იმუქრება და მსჯავრდებულებს  სასჯელის  დამატებას  პირდებაინ, იმ შემთხვევაში თუ ისინი კიდევ  გამოტახავენ პროტესტს, საპატიმროში არსებული სიტუაციის შესახებ.

აღნიშნული  წერილის  შემდეგ ადამიანის უფლებათა  ცენტრის იურისტმა მარი ცუცქირიძემ  წერილით  მიმართა #7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინსტრაციას. წერილში  იურისტი ცდილობდა  გადაემოწმებინა მსჯავრდებულთა  მიერ  ციხეში აღწერილი მდგომარეობა.

საპასუხო  წერილში, რომელიც #7 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დ. ლაცაბიძემ გამოაგზავნა  ნათქვამია  : „ დღეს მოქმედი ადმინისტრაციის მიერ, პატიმრების მიმართ ზეწოლის, ცემისა  და არააადამინაური მოპრობის არცერთი ფაქტი გამოვლენილი არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყონებლივ მოყვებოდა ადეკვატური რეაქცია და ინფორმაცია მიეწოდებოდა კომპეტენტურ ორგანოებს, გამოძიების ჩატარების  მიზნით“. ადმინისტარციის  პასუხი  მსჯავრდებულთა პროტესტზე ჰიგიენური  ნორმების  დაცვის შესახებ ასეთია : 

„რაც შეეხება, წერილში აღნიშნულ გარემოებას, რომ თითქოს  პატიმრებს არ აქვთ სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება, არ ეძლევათ აბანოთი და პაემნით სარგებლობის უფლება, არ შეესაბამება რეალობას და  დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით,  ყველა  ეს  უფლება გათვალისწინებულია  ადმინისტრაციის  მიერ“.

მსჯავრდებულთა კოლექტიური წერილის შესახებ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსაც მიმართა. როგორც მათ მიერ გამოგზავნილი საპასუხო წერილიდან ირკვევა, მასალა შესასწავლად უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს. 

ახალი ამბები