კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟის მიზეზებს განმარტავს

27 აგვისტო, 2013
 
Npo.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, 26 აგვისტოს მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით მოხდა, ხოლო შემოწმების შემდეგ მინარეთს შემოსავლების სამსახური დაამონტაჟებს.

„მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს: ინდ/მეწარმე ჯამბულ აბულაძემ 14 ივლისს, მინარეთის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია თურქეთის რეპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების, გაცვლისა და რისკების მართვის სამმართველოს მიერ, ელექტრონული ბაზის ანალიზის შედეგად შეირჩა კონკრეტული სეს ესნ. კოდით ასახული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი,  რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. აღნიშნული ოდენობის შემცირების დადგენა ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ინსტრუქციის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 115-ე მუხლის შესაბამისად დაინიშნა ინდ/მეწ. „ჯამბულ აბულაძე“-ს მიერ მიმდინარე წლის 14 ივლისს N11112/C-12971 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება.

21 აგვისტოს, შემმოწმებელთა ჯგუფი მივლინებულ იქნა ინდ/მეწ. ,,ჯამბულ აბულაძე’’-ს იურიდიულ მისამართზე, რათა განეხორციელებიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობები. შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი N39828 ბრძანება - საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების შესახებ ჩაბარდა ჯამბულ აბულაძის მეუღლეს. აღნიშნული ბრძანება ასევე გაგზავნილი იქნა საქართველოს ფოსტით და აიტვირთა პირის ელექტრონულ მისამართზე.

ვინაიდან მინარეთის  კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით 26 აგვისტოს, მოხდა მისი დემონტაჟი. ამასთან აღსანიშნავია, რომ მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟს და შემდგომ მის აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური.  

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზირება და შესაბამის სამსახურებს მიეცეთ საშუალება სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო ექსპერტიზა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის მიშენების შემდეგ სოფელში პარალელურად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მინარეთის მოხსნის მოთხოვნით. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ჭელაში რამდენიმე პირის დაკავებას ადატურებს. ქართველ მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, პოლიციამ სოფელ ჭელაში მეჩეთიდან მინარეთის ჩამოსხნის დროს 11 ადამიანი დააკავა და 6 ადამიანია ნაცემი.

ორიგინალი

ახალი ამბები