კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი თარგამაძის წინასაარჩევნო კამპანია გორში

29 აგვისტო, 2013
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის  გიორგი თარგამაძის წინასაარჩევნო კაპანიამ გორში მოკრძალებულად ჩაიარა. მის დასახვედრად 30-მდე ადამინი იყო შეკრებელი,  მათ უმრავლესობას პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და აქტივი წარმოადგენდა. 

,,ქრისტიან დემოკრატების“  საპრეზიდენტო კანდიდატი წინსაარჩევნო კაპნიის ფარგლებში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორცილებასთან ერთად,  ქვეყანაში საარსებო მინიმუმის განსაზღვრასაც ითხოვს. მისი თქმით, რეალური საარსებო მინიმუმის განსზღვრას, ძველი  ხელისუფლების მსგავსად, არც ახალი  მთავრობა  აპირებს.

,,საკონსტიტუციო ცვლილებების ხელმოწერის პარალურად,  ჩვენ დავიწყეთ მთელი საქართველოს მასშატაბით კამპანია საარსებო მინიმუმის ობიექტური ზღვარის დასადგენად, ქვეყნის მომავალმა პრეზიდენტმა თავის მოსახლეობას უნდა უთხრას სიმართლე, სიმართლე კი არის ის, რომ საქართველოში ღირსეული არსებობა ადამიანისა 145 ლარად არის შეუძლებელი, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავაწესოთ ობიეტური საარსებო მინიმუმი, რაც  არანაკლებ  250 ლარია. ეს იქნება ამავედროს, ობიეტური ვალდებულება სახელმწიფოსი,  რომ პენსია და  სოციალური დახმარებება მინიმუმ  250 ლარი გახდეს. ჩვენ სამწუხაროდ, როგორც ძველმა ისე ახალმა მათავრობამ უარი გვითხრა საარსებო მინიმუმის ზრდაზე“ -   განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

ახალი ამბები