კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიოები ყველზე მეტ დროს მთავრობას, მმართველ კოალიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“ უთმობენ-ანგარიში

3 სექტემბერი, 2013
 

„ინტერნიუსი-საქართველომ“ რადიომაუწყებლების საარჩევნო მონიტორინგის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საკვლევმა რადიოსადგურებმა საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი დრო მთავრობას, კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუთმეს.

ამავე დროს, სიუჟეტები ძირითადად, პოლიტიკოსების განცხადებების მშრალი ციტირებით შემოიფარგლებოდა. ჟურნალისტები საპრეზიდენტო კანდიდატებს იშვიათად უსვამდნენ კრიტიკულ კითხვებს,  პრობლემის მოგვარების ხედვებზე არ ეკითხებოდნენ და მათ მხოლოდ ოპონენტთა კომენტარების შეფასებისას ან მოსახლეობასთან შეხვედრების დროს აშუქებდნენ.

მეორე თვის მონიტორინგმა 16 ივლისი - 16 აგვისტოს პერიოდი მოიცვა. პროექტი ხორციელდება  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, “პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის", ფარგლებში. მონიტორინგი 15 ივნისს დაიწყო და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იგი მოიცავს 12 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგს. ესენია: „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „იმედი“, „ფორტუნა“, „რადიო თავისუფლება“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „მწვანე ტალღა“, „ჰერეთი“, „ძველი ქალაქი“, „ათინათი“, „მაესტრო“ და „აჭარა“.

ანგარიშის თანახმად, რადიოსიუჟეტები ხშირად მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობოდა და გავრცელებული ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებთან გადამოწმებული არ იყო, ამასთან,  წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, რადიომაუწყებლების ახალი ამბები ხშირად იდენტური იყო: სიუჟეტებში თემებს ერთნაირი კუთხით განიხილავდნენ  და რესპონდენტების ერთი და იგივე კომენტარები ისმოდა.

მონიტორები შენიშნავენ, რომ რადიომაუწყებლები მონიტორინგის სუბიექტებს, ძირითადად, მიუკერძოებლად აშუქებდნენ. თუმცა, სიუჟეტებში ანალიზისა და ინფორმაციის წყაროთა ნაკლებობაც შეინიშნებოდა.

მონიტრორები შენიშნავენ, რომ წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
რეგიონული რადიომაუწყებლები, წინა საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანად აღარ გამოირჩეოდნენ სხვა რადიომაუწყებლებისგან. მათ შემთხვევაშიც სიუჟეტები ძირითადად პოლიტიკოსთა კომენტარების მშრალი ციტირებითა და ფაქტების ზედაპირული გაშუქებით შემოიფარგლებოდა. შედარებით იკლო სუბიექტების პირდაპირი საუბრის წილმაც (განსაკუთრებით რადიო „ათინათისა“  და „ძველი ქალაქის“ შემთხვევებში).

მედიამონიტორინგის სრული ანგარიში იხილეთ ვებგვერდზე: www.mediamonitor.ge, ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Media.Ge-ს გვერდიდან.

ახალი ამბები