კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების განადგურება 5 სექტემბერს დაიგეგმა

4 სექტემბერი, 2013
 

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ნაწილს 5 სექტემბერს 3 საათზე გაანადგურებენ. ეს გადაწყვეტილება 2 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ მიიღო. ცხრაწევრიანი კომისიის გადაწყვეტილებით ფაილების განადგურება ე.წ. მოდულის შენობაში გაიმართება და მას ჟურნალისტებიც დაესწრებიან.

კენჭისყრას 2 სექტემბერს კომისიის ყველა წევრი ესწრებოდა - იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი,  სასამართლოს წარმომადგენელი, სახალხო დამცველი და სამოქალაქო სექტორის 3 წევრი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამეგრელოში იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავი იპოვეს, სადაც დიდი რაოდენობით (24 ათასი) პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები აღმოჩნდა. ფაილებში შენახულია პატიმართა წამების კადრები, ასევე  პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. სამოქალაქო სექტორი კადრების განადგურებას ითხოვდა, იგივე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის მრჩეველმა თომას ჰამერბერგმაც. თუმცა მასალების განადგურების პროცესი გაურკვეველი მიზეზების გამო გაჭიანურდა. 

ახალი ამბები