კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ჯერ ჩემი შვილი გამოუშვეს ჯარიდან და ახლა ბანკი ბინასაც გვიყიდის, დაგვეხმარეთ! “

9 სექტემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ყოფილი ჯარისკაცის  დედა ,,ადამიანის უფლებათა ცენტს“ დახმარებას სთხოვს. მისი შვილი გიორგი ხაჩირაშვილი 2008 წლის რუსეთ საქრთველოს ომში მონაწილეობდა, ომის შემდეგ ე.წ.,,მუხროვანის ამბოხის“ დროს გიორგი ხაჩირაშვილი სატანკო ბატალიონიდან სენაკის მეორე ქვეით ბრიგდაში გადაიყვანეს. ავღანათის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალის კომისიამ ვირუსული c-ჰეპატიტი დაუდგინა, ჰოპიტალის კომისიის მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში  წერია რომ   ვირუსული c–ჰეპატიტის დაავდება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში. მიუხედავად ამისა, თავდაცვის სამინიტრომ არც კომპენსაცია გადუხდა და არც მკურნალობის ხარჯები დაუფინანსა, უფრო მეტიც, ხაჩირაშვილს მეორე კონტრაქტს უწყვეტენ და შეიარაღებული ძალებიდან ათავისუფლებენ. 

ელენე ხაჩირაშვილი: ,,ჩემმა შვილი ასეულის სერჟანტი იყო გორის სატანკო ბატალიონში, ცხინვალში ომობდა, თავისი ასეული ომიდან უდანაკარგოდ გამოიყვანა, ომის შემდეგ სატანკო ბატალიონი მუხრანში გადავიდა, მერე ვითომ ამბოხი რომ მოხდა  ჩემს შვილსაც კითხავდნენ, მაგრამ  ამბოხში მონაწილეობა ვერ დაუდგინეს, ან რა იყო დასამტკიცებელი.   სპექტაკლი დადგეს, შემდეგ  გადაიყვანეს სენაკის მეორე ქვეით ბრიგდაში სადაც აგრძელებდა კონტრაქტს, ავღანეთში წასასვლელად ემზადებოდა და აღმოაჩნდა c– ჰეპატიტი,  სახელმწიფომ არც კომპენსაცია მისცა და არც უმკურნალა, ყოველგავრი პასუხიმგებლობის გარეშე შეუწყვიტეს კონტრაქტი და  დაითხოვეს შეარაღებული ძალებიდან. როდესაც ჯარში მსახურობდა სესხი გამოვიტანეთ და ბინა იპოთეკით დავტვირთეთ, ჯარიდან  რომ დაითხოვეს შემოსვალის გარეშე დავრჩით  და საქართველოს ბანკმა უკვე აუქციონზე გაიტანა ბინა გასაყიდად, ღია ცის ქვეშ ვრჩებით, რომელი ერთი ვიდარდოთ, დაგვეხმარეთ.“ 

ელენე ხაჩირაშვილი სახლხო დამცველს და სამხედრო ობუდსმენს სთხოვს დახმარებას მისი თქმით სახელმწიფო ვალდებული იყო სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომელმაც დაავდება ჯარში მსახურის დროს შეიძინა კოპესაცია მაინც მიეცათ, მან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თავდაცვის მინიტრ ირაკლი ალასანიასც მიმართა განცხადებით თუმცა ჯერჯერობით რეაგირება არც მისი მხრიდან ყოფილა,  ელენე ხაჩირაშვილი პრემიერმინტრსაც სთხოვს დახმარებას. 

ახალი ამბები